პარასკევი, სექტემბერი 12, 2025

შალვა პაპუაშვილი – კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად, თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები

კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე და ზუსტად ეს არის, რაც ხდება საქართველოში, როცა ცდილობენ, თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე. თუმცა ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ისინი არიან ნაწილი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, რომლის მთავარი იარაღი არის ძალადობა.

„სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა – ამას ვხედავთ მთელ მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებულნი არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოშიც დაამკვიდრონ. ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები, დედის გინება – პროტესტია?! ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის ის, რაც უნდათ, რომ საქართველოში დანერგონ. რუსთაველზე ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა. ეს არის ზუსტად, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ერთ-ერთი ევროკომისარი აფრთხილებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები. როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას, ზუსტად ასე არის ლიბერალიზმის თანამედროვე გაგება, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღია ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ ქართველი ლიბერალების, ე.წ. ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ „სოროსის ფონდის“ თანამშრომელს, ასევე პარტია „ახლის“ თანამშრომელს როგორ უხარიათ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს,  დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს

ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ, რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

30 წლის თამარ კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

30 წლის თამარ კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.თამარ კობერიძეს წელიწად-ნახევრის წინ დაუდგინდა გულმკერდის წინა შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შემდგომ გადაიზარდა თიმუსის კარცინომად. მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა დამძიმდა.ამჟამად თამარ კობერიძეს სჭირდება რეანიმაციული მკურნალობა ბინაზე, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო ინვენტარის ქირაობას, ასევე ექთნის მომსახურებას.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸საქართველოს ბანკი: GE78BG0000000161330873🔹თიბისი ბანკი: GE34TB7316245064300108 მიმღები: ანა რუხაძე

კახა კალაძე – გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია, გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ, ჩვენთანაც, ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ იყო გედევან ფოფხაძე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლხს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიის ელჩმა აღნიშნულ განცხადებაზე მაშინ, როცა ფოფხაძის მიერ გამოცხადებული შიმშილობისას, ელჩმა ფიშერმა ის მოინახულა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „ფიშერიც შიმშილობდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორემ ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში“.„რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები,  რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს   განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანარი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით, სუს-მა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული, ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის

უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული.„თავს შევიკავებ დეტალების გახმოვანებისგან. იცით, რომ უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით. დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, უწყებებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული. ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის. დანარჩენი დეტალები უნდა გაირკვეს გამოძიების მსვლელობისას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, შესაძლო დანაშაული იგეგმებოდა საქართველოში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნიშნები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, მოვერიდები ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გახმოვანებას“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად...

უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა როლი ექნება არჩევნებს იმ პროცესის დასრულებაში, რომელიც  წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და სადაც ოპოზიცია ცდილობს შექმნას ტურბულენტობის ზონა, რომ შემდეგ გარე აქტორები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ არის არასტაბილურობა, ხალხის პროტესტი და ა.შ.„ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება ის ბრძოლა, რომელიც უპირისპირდება საქართველოში უცხოური აგენტების გავლენების ბოლომდე აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები სულ იქნება. ჩვენ ვიბრძვით. გამჭვირვალობის კანონი – რატომ  ჰქონდათ ამხელა ისტერიკა ამ კანონთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მარტივად მოწყობის მთავარი ინსტრუმენტი. როგორც კრაზანების ბუდეს შეეხები, ასე გამოვარდნენ პირდაპირ ეს უცხოელი აგენტები. ამხელა ისტერიკა იყო, როგორ ტყუილებს ლაპარაკობდა მაშინდელი ამერიკის ელჩი. გახსოვთ ყველას კელი დეგნანი, ათასი სიცრუე, სამარცხვინო პროპაგანდა, ნული დისკუსია. დისკუსია არც დაუშვეს, არავითარი დისკუსია. ერთადერთი რაც აინტერესებდათ, ეს იყო ბუნდოვანება, გაუმჭირვალობა, იმისათვის, რომ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია და დაპირისპირებოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი – უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები