პარასკევი, იანვარი 23, 2026

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად, მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ტვიტერში’’ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირი დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.

მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს უსაფრთხოების რთულ გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა, რადგან, უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა – როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მეტწილად მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია. მჯერა, რომ საქართველოს ეთქმის სიტყვა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იყოს გაგებული.

ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირული დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება არაერთხელ აღმოჩნდა რისკის ქვეშ: თავდაპირველად რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატიზმის, შემდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის პირდაპირი შეჭრის და, კვლავ, უკანონო ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის გამო.

მას შემდეგ, ჩვენი დასავლელი მეგობრების რჩევის შესაბამისად, საქართველო იჩენს სტრატეგიულ მოთმინებას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გამოგვეჩინა მედეგობა, მაგრამ, ამავდროულად, შეგვეტანა წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში: ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველომ ნატო-ს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ამ დროს, უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სარისკო არსებობისა და საფრთხეებისა და შევიწროების ყოველდღიური შემთხვევების მიუხედავად, დასავლეთს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს დაუწესეს დე-ფაქტო ემბარგო იარაღის შეძენაზე და მცირე დროში გამოაცხადეს „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთთან. შემდგომ წლებში, დასავლეთმა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა საგარეო ვაჭრობა მოსკოვთან, რითაც ბევრი დასავლური ეკონომიკა დაუმორჩილა რუსული ენერგეტიკის დიქტატს. ბევრ დასავლურ ქვეყანას დღემდე ეშინია, საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს დაარქვას შესაბამისი სახელი – ოკუპაცია.

სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მხოლოდ ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა იყო და არის მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე პრორუსულობაში სდებენ ბრალს. საქართველო კი აგრძელებს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც ზედმიწევნით მისდევდა წლების განმავლობაში. ეს პოლიტიკა გულისხმობს უარის თქმას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების შემოღებაზე და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რითაც მოიხსნა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო სასჯელი.

ქართველები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას:

პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, იმ დროს, რუსეთის აგრესიას არ მოჰყვა დასავლეთის სათანადო ნეგატიური რეაგირება.

მეორე მხრივ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ აქვს დასავლეთის უსაფრთხოების არანაირი გარანტია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ გაბედული ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, გაუწიოს რუსეთს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც დაცულები არიან ნატო-ს მეხუთე მუხლით.

მესამეც, ჩვენი ზოგი პარტნიორი გვემდურის ჩვენი პრაგმატულობის გამო რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო (მაშინ როცა, არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა). ყველასთვის, პირველ რიგში კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა, მაშინ როცა, რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები კი საქართველოს ეკონომიკასა და სახელმწიფოებრიობას დიდად დააზარალებდა.

და ბოლოს, ქვეყნები, რომლებიც შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანდნენ ნატო-სა და ევროკავშირში და, შესაბამისად, გახდნენ გეოპოლიტიკურად დაცულები (იმ ნაკლოვანებების მიუხედავად, რომლებიც ჰქონდათ გაწევრიანების დროს), დღესდღეობით ყველაზე ხმამაღლა აჟღერებენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევასთან დაკავშირებით. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული საქართველოს მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარად მოწინავენი ვიყავით, გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსიც კი არ მიენიჭა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნდა ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო და გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა – როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე,’’ – წერს შალვა პაპუაშვილი.

-0:16
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება

დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„დონბასის საკითხი მთავარია. განიხილავენ, როგორ ხედავენ ამას სამი მხარე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, ღამით და დღეს, დილით უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვს ესაუბრა.„ის იმუშავებს და ამა თუ იმ საუბრების ან შეთანხმებების თითოეულ ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მომაწვდის. თქვენც გაგიზიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დავოსში, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე და ამ შეხვედრას პოზიტიური უწოდა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი მზადაა ხელმოწერისთვის და ის თარიღის და ადგილის დასახელებას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტისგან.

გურამ მაჭარაშვილი – ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით, საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი, განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს

მედიასაშუალებები თუ უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში იქნებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დებატებში შემოვლენ.„„ხალხის ძალის“ პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჯანსაღი დებატები უნდა არსებობდეს. 2023 წელს, როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დავაინიცირეთ, მაშინ ვითხოვდით დებატებს. ვითხოვდით „ნაცმოძრაობას“ და „ენჯეო“ სექტორს განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, მაგრამ სანაცვლოდ მაგიდის აყირავება, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება მივიღეთ, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.„ქართული ოცნება“ და ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი,  განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს. თუ საზოგადოებამ კვლავ იხილა ისეთი არაჯანსაღი დებატები, ამას უკვე თავისი რეაქცია მოჰყვება. იმედი გვაქვს, დღეს საქართველოში უკვე ისეთი ჯანსაღი ძალები იქნება, რომლებიც ჯანსაღ დებატებში შემოვლენ. თუ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია.„ნაცმოძრაობის“ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ მათ შინაარსში შესვლა არ სურთ. მათ ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ მოწინააღმდეგე მხარესთან, თუნდაც „ხალხის ძალასთან“. მათთვის თავიდანვე მიუღებელია ნებისმიერი ისეთი რამ რასაც თავად არ აღიარებენ. თუ ასეთი განწყობით იქნება, ბუნებრივია, დებატები ვერ შედგება. საქართველომ რომ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს, ის, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში შავი ფულის გამთეთრებელი ყოფილა, ამოვიღებ და მივიტან ტრამპის სიტყვას და ბრძანებას. მერე ამერიკის პრეზიდენტს ედავოს, ეს ერთი საკითხი დაიხურება.ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებს, ამის მტკივებულებებს მივიტანთ და იქ დავდებთ. მერე ვიტყვით, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, შიგნით არსებულ პრობლემებზე და ჩვენთან დაკავშირებით პრეტენზიები ვერავის ვერ ექნება.  არჩევნებთან დაკავშირებით მივიტანთ მტკიცებულებებს და ვიტყვით, რომ არ გაყალბებულა. ის ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებას მოიტანს? ვერ მოიტანს და ეს საკითხიც დამთავრებული იქნება. თუ დებატები ჯანსაღად წავა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში 10:0 დამარცხებული გამოვა „ნაცმოძრობა“ და მისი წარმომადგენლები. დაველოდოთ ფორმატს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღი ფორმატი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ფარულავა – 2024 წლის 26 ოქტომბერი რომ რუსული სპეცოპერაცია იყო, ამას ახლა ევროპის სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს, დღეს თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს არის...

2024 წლის 26 ოქტომბერი რომ იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია, საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურ დონეზე შეაფასა და ახლა ევროპა შეაფასებს სამართლებრივად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროპული სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნებას“ ამის უნდა ეშინოდეს.„ცხადია, თეთრიწყაროში არსებობს ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური პრინციპი ფარულობასთან დაკავშირებით. ეს პრინციპი და ექსპერიმენტი შეცვალეს, გააყალბეს მურუსიძე-ჩინჩალაძემ სააპელაციო სასამართლოში. ცხადია, ამას განიხილავს ევროპული სასამართლო და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს. დღეს ვინმეს თუ უნდა ეშინოდეს სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების, ეს არის „ქართული ოცნება“.ზოგადად, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივი, რომელიც ასაბუთებს მოსარჩელის პოზიციას, არის ეს ჭეშმარიტება, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ეჭვი არ შეგვაქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ცხადია, მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლებრივ გადაწყვეტილებას არა თუ არ ექნება მხარდაჭერა ევროპის სასამართლოში, არამედ მიიღებენ შესაბამის პასუხს და მათ დანაშაულს დაერქმევა სახელი. ორი წლის წინ არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, ევროპის სასამართლო ახლა იღებს გადაწყვეტილებას სარჩელთან მიმართებით იმ არგუმენტაციით, იყო თუ არა ობიექტური თეთრიწყაროში ჩატარებული ექსპერიმენტი და შემდეგ იყო თუ არა ფარსი სააპელაციოს ჩატარებული ექსპერიმენტი. ამაზე მიიღებს გადაწყვეტილებებს და ეს იქნება ერთგვარი დამოკლეს მახვილი „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის თავზე“, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.

ბექა ძამაშვილი – მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არევნების შედეგების შეჩერებას, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების, საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით პირველადი პოზიციის წარდგენის ვადა მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი.„აღსანიშნავია, რომ ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყიში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარსს, მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე რამდენად შეიძლება, ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია, არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება, იყოს მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაციას. მანამდე კი, ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს, პატივი სცეს ევროპულ სასამართლოს, დაელოდოს მის პროცედურებს და არ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ასევე ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.მისივე თქმით, დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მხარეებს უსვამს კონკრეტულ შეკითხვებს:„1) აქვთ თუ არა მომჩივნებს რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებენ, რომ დაირღვა მათი ხმის უფლების ფარულობა; 2) რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) დაირღვეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ არ გახსნილა მეტი უბანი; 3) შეუძლია თუ არა საია-ს, როგორც დამკვირვებელს, იდავოს თავისუფალი არჩევნების უფლების შესაძლო დარღვევაზე“.„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყებაზე განცხადება დღეს გაკეთდა.

გურამ მაჭარაშვილი – ყველა იმ პირზე, რომლის მიმართ საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები და შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ გაასაჩივრა, სტრასბურგმა საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა

განსაკუთრებით ბოლო წლებში, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაახლოებული „ენჯეოების“ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა არ კმაყოფილდება. მათ მიღებაზე ზოგს თავიდანვე უარს ეუბნებიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები და შემდგომ ეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გასაჩივრდა, სტრასბურგის სასამართლომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა.„ამ შემთხვევაში, არჩევნებთან დაკავშირებით რაზეც საია საუბრობს, ვიცით, რომ მოთხოვნა იყო, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მყისიერად მოეხდინა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არჩევნების შედეგების შეჩერება და გაუქმება, რაზეც სასამართლომ არც კი იმსჯელა და მყისიერად უარი უთხრა. შემდეგ დაიწყო ძირითადი განხილვა.ახლა საუბარია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ძირითადი საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. თუ გადავხედავთ პრაქტიკას, ყველასი, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების სარჩელი, მაგალითად, როდესაც სარჩელი შევიდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გვარამიამ წააგო, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც წააგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები და შემდგომ ეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გასაჩივრდა, სტრასბურგის სასამართლომ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. პირიქით დაკმაყოფილდა ისეთი სარჩელები, სადაც სამწუხაროდ, დღევანდელ სახელმწიფოს და ხალხს მოუწია თანხების გადახდა იმის გამო, რაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არევნების შედეგების შეჩერებას, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბოლო სიახლეები