ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

შალვა პაპუაშვილი – ერეკლე მეფემ ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრებით რისკის ქვეშ იყო, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა

ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო, მან შეძლო, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც, მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა.

„მთლიანად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კახელებს, ვულოცავ ერეკლეობას. იმ მეფის ხსენებას, რომელსაც ხალხი მამას უწოდებდა. იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არა მხოლოდ გვირგვინით, არამედ გულით. ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო. მან შეძლო, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, შეძლო, რომ ქვეყანას მე-18 საუკუნის მთავარი ქარტეხილები გამოატარა და შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც, მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო. დღესაც, იმავე გამოწვევების წინაშე მდგომმა ქვეყანამ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ამის შესახებ განცხადებას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია – „ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ, ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი...

„ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ. ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.„საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, „ვარდების ხელისუფლებაში“ ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ. „ნაცობა ტეხავს" ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ.ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ირანის სახელმწიფო მედია – აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ – ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს

აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს.მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.ცნობისთვის, დღეს ისრაელმა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობას დაარტყა. Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შენობიდან ევაკუაცია დარტყმამდე განხორციელდა.აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია 28 თებერვალს ისრაელის მიერ მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად განხორციელდა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ახლახან დასრულდა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრენდან ჰანრაჰანთან, დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ბრენდან ჰანრაჰანს დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხს.„ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. გავამახვილეთ ყურადღება, რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ტრამპის მარშრუტის“ საკითხზე. აღვნიშნეთ, რომ მივესალმებით „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნისთვის“ და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით, ეს არის შემავსებელი  ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და, რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სიცივე, წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ბოლო სიახლეები