სამშაბათი, აპრილი 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ელჩმა უნდა უპასუხოს კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ გვიმალავდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების სახით არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.

„ეს სკანდალური ინფორმაციაა, რომელიც ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, გავიგეთ საია-სგან. როგორც გახსოვთ, მე საჯაროდაც ვეუბნებოდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე, ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე მიმდინარეობს განხილვა. ამ პასუხს გაურბოდნენ და ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, აღიარეს, რომ თურმე არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი განსახილველად. გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილო დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოჰყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი „ენჯეოების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. შეგახსენებთ, მათ მოღალატეებს უწოდებდნენ სოროსის ფონდის წარმომადგენლები, „ისფედი“, თავად საია-ს წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში, აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. რატომ არ მიმართეს, რას გვეუბნება ეს ყველაფერი – პირველი, რომ საია და ის უცხოეთიდან დაფინანსებული 100 „ენჯეო“, რომელიც ავტორია ამ სარჩელის, თავად აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს, როცა ეს არ მოითხოვეს და ამავე დროს, აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოსგან. ამის საპირწონედ კი, საქართველოში მოითხოვეს ის, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ კანონის შეჩერება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას უცხოეთიდან მართული „ენჯეობის“ მიმართ კითხვები უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში, კითხვა არსებობს მათი დონორების მიმართ.

„მათ შორის „საია“ ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე რომ, ეს ექვსთვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხრა სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ, პასუხი იმ კითხვებზე, რატომ ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, პასუხი გასაცემი აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, რადგან მისი დაფინანსებულია ეს „ენჯეოები“. მან უნდა გასცეს პასუხი და მან დიდი ალბათობით, ძალიან კარგად იცოდა. როგორც სხვა დროს გავარკვიეთ, პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ მან არ მოიკითხა ამ „ენჯეოებში“, იყო თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, რადგან ეს იყო მთავარი საკითხი. მთელი პანიკა აწიეს, რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნილი კანონის შეჩერება სტრასბურგში. ისიც კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდით და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ, კანონის არშეჩერების გამო ითხოვნდნენ თუ არა სტრასბურგიდან კანონპროექტის შეჩერებას და ეს იცოდა ჰერჩინსკიმ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას უმალავდა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ახლა პასუხი გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ამხელა კამპანია, რომელიც მათი ფულით იყო ასევე დაგეგმილი და განხორციელებული, გასაჩივრებებს ვგულისხმობ, იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუ არა მან, რომ საია-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონის პროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ მალავდა ამ ყველაფერს. ასე რომ, არაფერ შუაში აღარ არიან უცხოეთიდან მართული „ენჯეოები“, მათმა დონორებმა უნდა გასცენ პასუხი ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზეც, რაც არის თავდასხმა და ზიზღის ენა.

„ეს იყო შეურაცხყოფა, თავდასხმა, ზიზღის ენა, ყველაფერი ის, რასაც ვითომ გვიმტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის ელჩი მისული იყო მხარდაჭერის გამოსახატად ამ ორგანიზაციაში. ერთი არ ჩათვალა საჭიროდ, რამენაირად შეეფასებინა, როდესაც ამ ორგანიზაციის ქალი ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალ მინისტრზე და ქალ ჟურნალისტზე ამ ტერმინებს იყენებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. საფრანგეთის ელჩის ეს დუმილი არის წახალისება ძალადობრივი რიტორიკისა, რომელიც შემდეგ უკვე ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. მე პირადად, კითხვები მაქვს მხოლოდ დონორების მიმართ. არც „საფართან“, არც საია-სთან, არც „ისფედთან“, კითხვები არ არსებობს. დონორებმა გასცენ პასუხები. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივაზე: მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს  ღალატი.  ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები  და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.„ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია - რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 13:56 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.დამატებითი დეტალები უცნობია.

პარლამენტმა „ფარას“ ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხომაზე „ფარას“ კანონის ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის დამტკიცებას ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არავინ წასულა.ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.მმართველი გუნდის შეფასებით, „ფარა“ გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის საუკეთესო მექანიზმია. პარლამენტმა „ფარას" ზუსტ ასლზე მეორე სასესიო მოსმენით 18 მარტს იმსჯელა.

ბოლო სიახლეები