ორშაბათი, ივლისი 13, 2026

შალვა პაპუაშვილი – დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში ანტიდემოკრატიული აზროვნების ადამიანი წარმოადგენს, ამის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კალასს არც კი ხვდება, დიალოგში არ რთავენ

ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ფორმულას – „ქართველ ხალხს მხარს უჭერს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, პირველ რიგში, დემოკრატიას არ აღიარებს, ამიტომ, ანტიდემოკრატია. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს. რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კაია კალასი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს.

„კაია კალასი პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ კაია კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, ხელისუფლება თავად შევარჩიოთ და კაია კალასის მეურვეობა გვჭირდება. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელით უნდა გვატაროს საქართველო, ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის კარგი, რა – არა. ეს სირცხვილია. ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, რამდენად აცდენილია კაია კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს დემოკრატია. დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება და რაიმე საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში არ რთავენ. ბოლო პერიოდში დაგეგმილია რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, რადგან კაია კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ევროკავშირს ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენელის მხრიდან ქართველ ხალხზე იქნება თავდასხმა? ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

გიდეონ საარი – კაია კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ ობსესიური კამპანია და კვლავ სცადოს წესების გვერდის ავლა, მსგავსი ხრიკები ისრაელისა და ევროპის საერთო ინტერესების...

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა კვლავ ჩავარდა.საარის თქმით, კაია კალასის მიერ წარდგენილ წინადადებას კონსენსუსი არ ჰქონდა და ხმების უმრავლესობაც კი ვერ დააგროვა.„კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ თავისი ობსესიური კამპანია და დისკუსია ელჩების მაღალი დონის ფორუმზე გადაიტანოს, რათა კვლავ სცადოს წესებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა საარმა.მისივე თქმით, ისრაელისა და ევროპის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო მსგავსი „ხრიკები“ საერთო ინტერესების რეალიზებას ხელს არ უწყობს.

ემანუელ მაკრონი – მშვიდობა ჩვენი მიზანია, ვაფასებთ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას, მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალი ომებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიმართვისას ისაუბრა.„ჩვენი ძალაა, შევინარჩუნოთ უკრაინის ფრონტი. ჩვენი შესაძლებლობაა, ახლო და შუა აღმოსავლეთში ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი პარტნიორები გველოდებიან. ჩვენი უნარი, განვაგრძოთ პარტნიორობა, როგორც ეს აფრიკაში განვსაზღვრეთ და ჩვენი უნარი, შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიციები ინდოეთ-წყნარ ოკეანეში, რაც განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ 2030 წლის გამოწვევებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მიმართა და თქვა, რომ მათი მიზანია მშვიდობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც დაიცავენ.„მესიჯი, რომელსაც მსოფლიოს ვუგზავნით, ასეთია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია – ვრცელდება ვიდეომიმართვა

ნუცუბიძეზე მდებარე ეკლესიაში გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეოში, დედაო საუბრობს სარტყელზე, რომელიც, წმინდა ნექტარიოსს წირვის დროს ეკეთა და ამჟამად თბილისშია.ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და სარტყელი გაიკეთონ. ნუცუბიძეზე მდებარე ტაძარში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, სიწმინდეს პატივი მიაგონ.ნახეთ, ვიდეო:  

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს „მავნე კიბერქმედებების“ გამო სანქციები დაუწესეს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს „მავნე კიბერქმედებების“ გამო სანქციები დაუწესეს.„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის მავნე კიბერქმედებებს და იმ კიბერეკოსისტემის გამოყენებას, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებს, დაზვერვის სამსახურებიდან დაწყებული, კიბერდამნაშავეთა ჯგუფებით, ჰაკტივისტებითა და კერძო კომპანიებით დასრულებული“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.ბრიუსელის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი აკონტროლებს კიბერდამნაშავეთა არაერთ დაჯგუფებას, მათ შორის TURLA-ს. ევროკავშირის მტკიცებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა კიბერშეტევებს ევროკავშირისა და მისი პარტნიორების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, აღწევდა სამთავრობო ქსელებში და ახდენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟს.განცხადების თანახმად, 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი საფრანგეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობით იყო დაკავებული, ხოლო 2025 წლიდან ამავე საქმიანობას ახორციელებდა თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ. გერმანიაში ცენტრის სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტები იყო, ხოლო პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის თბოელექტროსადგურები.„ეს სანქციები დაარტყამს კიბერდამნაშავეთა იმ ქსელების ბირთვს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო აგრესიას უწყობენ ხელს. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მკაფიო სიგნალს უგზავნიან მოსკოვს, რომ ის ვეღარ შეძლებს მსგავსი შუამავალი ჯგუფების გამოყენებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს ვიაჩესლავ სტაფეევს, ივან სენინსა და ივან კასიანენკოს. ევროკავშირის შავ სიაში კი მოხვდა ცხრა ფიზიკური პირი და ოთხი კომპანია, მათ შორის ივან კასიანენკო.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთი კიბერშეტევებში დაადანაშაულა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. რუსეთის ელჩის დაბარების შესახებ განაცხადეს საფრანგეთშიც.

ბოლო სიახლეები