კვირა, თებერვალი 16, 2025

შალვა პაპუაშვილი: გამოჩნდა EED – ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს

ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) მალავდა, რომ მას ჰქონდა EED-ის დაფინანსება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს.

ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია [GDI] მალავდა, რომ ჰქონდა ამ ორგანიზაციის EED-ის დაფინანსება, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება. ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში.

მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა“, რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები რასთან გვაქვს საქმე. ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ფიქრობენ, რომ არის სწორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” – რა ხდება აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ძლიერმა შტორმმა და წვიმამ, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და სახლები. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობის რამდენიმე გაფრთხილება მოქმედებდა გასული 24 საათის განმავლობაში კენტუკის, ტენესის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში. კენტუკიში, სადაც გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ძლიერი წვიმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა. "მთელი შტატი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე", - განაცხადა ბეშირმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, რამდენიმე შტატის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მოხუცთა თავშესაფრებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია განეხორციელებინა. ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა დასავლეთ ვირჯინიისა და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის რამდენიმე ოლქში კვირა დღის, დილის 8 საათამდე გაახანგრძლივა. სააგენტომ აღნიშნულ წყალდიდობას "სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია" უწოდა.

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, მიუნხენში კაია კალასს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა. „შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების თხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში ტრაგედიის გამო, ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება. „ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა. როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები