პარასკევი, ივნისი 5, 2026

შალვა პაპუაშვილი: აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი, აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან

არ არის სასიამოვნო სანახავი და სამწუხაროა, რომ ამ დონემდე მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი ქცევა პარლამენტში, საჭირო ხდება დეპუტატებმა აღკვეთონ მათი მხრიდან მომდინარე აგრესია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მთავარია ერთმანეთში არ ავურიოთ ტერმინები. აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან და მე ის გავარიდე ადგილიდან, რომლისკენაც მიმართული იყო აგრესია. საბოლოო ჯამში საფრთხისგან გავარიდე პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის თავდასხმები გარკვეულ ზიანს გვაყენებენ – ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ...

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის დარტყმები რუსეთს „გარკვეულ ზიანს“ აყენებს. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.მისი პასუხი კითხვას მოყვა, თუ როგორ შეიძლება სტაბილური ეკონომიკური მომავლის გარანტირება და რუსეთში ინვესტორების მოწვევა რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის დარტყმების ფონზე.„ამ თავდასხმებს, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი მოაქვთ. მეტიც, ისინი გარკვეულ ზიანს გვაყენებენ…ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ და ამას გავაკეთებთ…ვადასტურებთ, რომ მშპ-ის ზრდის შეჩერებას და ზოგიერთ სხვა რაღაცას ვაფიქსირებთ, მაგრამ ამ ყველაფერს შეგნებულად ვაკეთებთ რუსული ეკონომიკის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გასაძლიერებლად. შეგნებულად მივდივართ ეკონომიკის გაყინვისკენ და მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ არც დღეს და არც უახლოეს მომავალში ვერავითარ საფრთხეებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პუტინმა.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმაზე, თუ რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებებისთვის

დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროცესის დაწყებიდან – ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.„დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით – გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანმდევი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართული“, – განაცხადა სარჯველაძემ.მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია, გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა, გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი – მთელი ევროპის, განსაკუთრებით კი რუმინეთის უსაფრთხოება, საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანესია

მთელი ევროპის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი რუმინეთის უსაფრთხოება, საფრანგეთისთვის უმნიშვნელოვანესია, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქებას.მისივე თქმით, საფრანგეთი რუმინეთის გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.„უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში, რუმინეთის ხელისუფლების თხოვნის საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ჩვენი სამხედროების გაგზავნა რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად, ამიტომაც ვართ დღეს იმ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ქვეყანა, რომელსაც რუმინეთი იღებს. ასე რომ, ჩვენ რუმინეთის ხელისუფლებასთან ერთად ვდგავართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, როგორც ხმელეთზე, ისე საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი – ათი მოძალადე აღიარებს, რომ მიზანი პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება იყო, წერტილი დაესმევა იმ სპეკულაციებს, რითაც ცდილობდნენ, ძალადობა სიკეთედ წარმოედგინათ

მნიშვნელოვანია, მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და ინანიებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული ძალადობით ჩაიდინეს. მნიშვნელოვანია, ათი მოძალადე აღიარებს, რომ მათი მიზანი პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება იყო, რაც ყველანაირად ადასტურებს, რასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, წერტილი დაესმევა იმ სპეკულაციებსა და პროპაგანდას, რითაც ცდილობდნენ, შავი თეთრად წარმოედგინათ და ძალადობა სიკეთედ, რასაც სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოეთიდან აკეთებს.„ყველას მოვუწოდებდი, ამ მაგალითს მიბაძონ. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადაც იქნება სინანული, იქ იქნება ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება გამოძიების პროცესში თუ შეწყალების ფორმა, თუნცა, რა თქმა უნდა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. გააჩნია, დანაშაულის სიმძიმეს. ამის მიხედვით იქნება შესაბამისი რეაგირება. ფაქტია, ეს იმ ადამიანების ჯგუფია, რომლებიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე. ერთი მხრივ, ეს ადამიანები რადიკალმა ოპოზიციამ წააქეზა და მეორე მხრივ, ბრიუსელიდან წამოსულმა განცხადებებმა. ეს ადამიანები დანაშაულზე წაიყვანეს, ციხისთვის გაწირეს, ციხეში მიატოვეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვებმაც ამ პროცესს შეხედონ, დასკვნები გამოიტანონ და სახელმწიფოს ეთანამშრომლონ და არა, სახელმწიფოს მტრებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას

მიმდინარე გადატვირთვის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ორ ტერმინს იყენებს – სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამ ორ პრინციპს უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია – სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.„ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რათა საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ვფიქრობ, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მგონი, არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდან, რომ ის იყო ცარიელი და არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.ვფიქრობ, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები