ორშაბათი, მარტი 16, 2026

შალვა ნათელაშვილი-„ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე, ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.

მისივე თქმით, ფანჩატურად წოდებულმა პარტიულმა ფორმატმა 4 წლის წინ ხელისუფლება ჩამოშლამდე მიიყვანა.

„რაც შეეხება ფორმატებს, თქვენ აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული ის უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა. ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შარლ მიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და ფაქტობრივად, აწყობილი საქმე, უკვე პიკზე აყვანილი, ჩამოიშალა და ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც წარმოადგენს პუტინისტური რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთობა, დღეს რას ფიქრობს პირველი ლეიბორისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და რა არის წყალგამყოფი საკუთარ კოლეგებთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ, მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, არამედ ცხოვრება კარნახობს და პროცესები, რაც საზოგადოებაში დუღს.

„მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა აღარ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივაღწიოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ზეწოლა ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე, „ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს და ხელისუფლების შეცვლა იქნება რეალობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის, 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა, განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და იმ მებრძოლების ლიკვიდაციას, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.მათივე თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია საფრთხეების შემცირებისა და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზონის შექმნისკენ.სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში მასშტაბური საჰაერო იერიშები განხორციელდა.

პეტერ ფიშერი – ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი

ქართული მედია, მათ შორის სანქცირებულებიც, გამუდმებით მთხოვენ, განვმარტო ჩემი განცხადება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემი პასუხი არის – ჩემი აქამდე გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“, – წერს პიტერ ფიშერი.გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

რომეო მიქაუტაძის განაჩენი ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.

ბოლო სიახლეები