შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა.
საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტში სიდიდით და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი აქტიური ადგილია.
შალვა კერესელიძის განცხადებით როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის და მათ შორის ფონდი „ქართუს“ მხრიდან ბოლო წლებში საგურამოში არაერთი ტურისტული პროექტი განხორციელდა.
„ჩვენი მომავალი წლების პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და იმ პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას აწუხებს.”-განაცხადა შალვა კარესელიძემ.
შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა
ირაკლი კობახძე – „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები
„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში გააკეთა მინიშნებები, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან, იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები
ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა – ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცებს დასჭირდა მეტი, რაღაცებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ, ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
გურამ მაჭარაშვილი – თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ გერმანიის ელჩმა მისგან ბინა იქირავა, გერმანიის მთავრობა ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,...
გერმანიის მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში თუ არაფერი აქვს დასამალი, მაშინ ბოლომდე რატომ ასაჯარობენ იმ ფაქტებს, ვის ჩაურიცხეს თანხა, რამდენი, რატომ ჩაურიცხეს და რა შედეგი დადგა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე არ იმალება.„ქართული საზოგადოება იქნებ მადლობასაც ეუბნება და კეთილშობლური მიზნებისთვის მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართული საზოგადოება ხვდება, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი. ელჩმა ხაზარაძისგან რომ ბინა იქირავა, თავად ხაზარაძე აღიარებს, რომ შეცდომა იყო დაშვებული. სიმართლეს არ ამბობენ. გერმანიის მთავრობა საუბრობს გამჭვირვალობაზე, დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის, ამ დროს თავად გაუმჭვირვალედ აკეთებს განცხადებას. ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა. ორმაგი სტანდარტია, რასაც არ მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.ამასთან, 4 აგვისტოს  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული“.
„ატლანტიკი“ – ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი, უსაფრთხოების მოსაზრებებით, საცხოვრებლად სამხედრო ბაზებზე გადავიდა
კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი, უსაფრთხოების მოსაზრებებით, საცხოვრებლად სამხედრო ბაზებზე გადავიდა.ამის შესახებ ჟურნალი „ატლანტიკი“ იტყობინება.მაღალჩინოსნების გადაყვანის მიზეზებად სახელდება დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, ასევე მუქარები სახელმწიფო მოხელეების და მათი ოჯახების მისამართით და პოლიტიკური ძალადობა, მათ შორის აქტივისტ ჩარლი კირკის მკვლელობა.გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზებზე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები იცავდნენ.„ატლანტიკის“ ინფორმაციით, სამხედრო ბაზებზე გადავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი, ტრამპის შიდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სტივენ მილერი და მისი მეუღლე ქეითი, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესების დეპარტამენტის წარმომადგენელია.გამოცემა ასევე ახსენებს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, რომლის სახელიც „გარე საფრთხესთან დაკავშირებული მოსაზრებებით“ არ სახელდება. იგი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ გადავიდა სამხედრო ბაზაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა დაჟინებული რეკომენდაციის საფუძველზე.სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გადასვლამ საცხოვრებელი სივრცის დეფიციტი შექმნა, როგორც მაღალი რანგის ოფიცრებისთვის, ისე სხვა მოხელეებისთვის.ერთ-ერთი წყაროს თქმით, მაგალითად, ფორტ-მაკნეირის ბაზაზე ადგილი არ ჰყოფნიდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს.ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წარსულში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამხედრო ბაზებზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცხოვრობდნენ.
ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და ყველა აქტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია
არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას.ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, რათა გამოსწორდეს პრობლემური პროექტები, ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ, მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.
