ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

ყირგიზული მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ყირგიზეთის პრეზიდენტს მოუწოდა, არ დაამტკიცოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს მოუწოდა, არ დაამტკიცოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ყირგიზული მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა ჟაპაროვს წერილი გასულ თვეში გაუგზავნა.

წერილის თანახმად, ყირგიზეთის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია, არის ყველაზე ძლიერი რეგიონში და ყირგიზეთში დემოკრატიის ძირითადი ნაწილი, თუმცა შეშფოთებას იწვევს ყირგიზეთის პარლამენტის კანონპროექტი უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ.

ბლინკენის წერილის მიხედვით, დამტკიცების შემთხვევაში, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე სამოქალაქო და სისხლის სამართლის ჯარიმებს დაუწესებს და საფრთხეს შეუქმნის ყირგიზეთის ერთ-ერთ უდიდეს აქტივს. ენტონი ბლინკენის თქმით, ამჟამინდელი ფორმით, ეს კანონი საფრთხეს უქმნის ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აშშ-ის მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

„აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ამ კანონით, რომ ისინი განიხილავენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში მათი ოპერაციების პრევენციულ შეწყვეტას. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი კანონების მიღების შედეგები სხვა ქვეყნებში. თუ ეს კანონი დღევანდელი ფორმით მიიღება, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თქვენს მოქალაქეებს მცირე მომსახურებას უწევენ. მე მოგიწოდებთ, აწონ-დაწონოთ ეს შეშფოთებები და განიხილოთ ისინი პარლამენტის ლიდერებთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ უშვებს უფალი, რომ ეშმაკი შევიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? – ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და...

როდესაც მოდის საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში ქადაგებისას.მეუფემ შეკრებილთ სოფელ ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის კურთხევა მიულოცა და მსახურების დროს წაკითხული სახარება განმარტა. კერძოდ, ისაუბრა, რატომ უშვებს უფალი, რომ ეშმაკი შევიდეს ადამიანში და ტანჯოს იგი.„მოკლედ მინდა, მოგახსენოთ დღეს წაკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის ღადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტი სულებით შეპყრობილი, ძალიან მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელსაც ჯაჭვებით აბამდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა სთხოვეს, ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა. მართლაც, უფალმა დართო ნება და ღორების კოლტი კლდიდან ზღვაში გადაეშვა. აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული სახარებიდან.რას ვხედავთ ამ მონაკვეთიდან? - პირველ რიგში, ვრწმუნდებით, რომ ბოროტი სულები არსებობენ და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ, დაღუპონ კიდეც არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც; მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? - იმიტომ, რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული: ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.კიდევ რას ვხედავთ ამ სახარებიდან? - ბოროტ სულებს არ აქვთ ძალაუფლება, შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი, ღმერთის დაშვებისა და ნებართვის გარეშე.რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? - ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც ათასგვარი უბედურება დაითმინა, გადაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის განდიდებას.ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, მათ ყოველთვის დაუცხრომლად უნდა ვებრძოლოთ.რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? - რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა, ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რით? - მარხვითა და ლოცვით (მათე, 17, 21).მაშასადამე, ეს საშუალებები და იარაღები გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან და ვინც მოისურვებს, გამოიყენოს ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული. როგორ, რა ვნებების საშუალებით შედის ეშმაკი ადამიანში? - შედის მემთვრალეობის საშუალებით, ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკიც; ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე; ისევ და ისევ ვცოდავთ. უფალმა იესო ქრისტემ რა გვითხრა ჩვენ? - არაწმინდა სული როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ე. ი. სულიერი ღვაწლისგან დაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოჰყავს მასზე უფრო ბოროტი შვიდი სული და როგორც ამბობს უფალი, ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი, ვიდრე პირველი მდგომარეობა (ლკ. 11, 24-26).ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავფიქრდეთ სახარების ამ მონაკვეთზე და გვახსოვდეს: თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან; არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

„მამა გარდაიცვალა, შვილი სიკვდილს ებრძვის…“ – მძიმე ავარია ქუთაისთან

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებით ჩანს, რომ შეჯახება ძლიერი იყო.მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილი მამაა და შვილი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

მეუფე იაკობი კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, მილიონები მოიპარა“ – ასეთი რამ მე არ გამიგია – ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები

ასეთი რამ მე არ გამიგია. ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა.მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა, იმ ფოტოზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.„ პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. ჩვენ მეგობრები ვართ, ვმეგობრობთ. ასეთი რამ მე არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არაფერი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.კითხვაზე, სჯერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდების, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ მას ღმერთის სჯერა. ამასთან, ასევე კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროკურატურის ბრალდებაზე მას და ღარიბაშვილს შეხვედრისას არ უსაუბრიათ, რადგან „ეს სასაუბროც არ არის”.„მე ღმერთის მჯერა. არაფერია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ვნახოთ. რა უნდა ეთქვა? ეს სასაუბროც არ არის, რა თემაა…. წადით, პროკურორს ჰკითხეთ. რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ვიცი. მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების გამო საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღოს, სასულიერო პირი ასე პასუხობს: „მე? ვინ უნდა მითხრას? რა საპატრიარქოში, კარგით, რა…”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.რც შეეხება სუს-ის ყოფილს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ლილუაშვილს არც იცნობს. ნაცნობობაც არ მქონდა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული

გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.აღინიშნება, რომ საქართველოს დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანიამ თავისი ელჩი, პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია.7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ “ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.” სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა “ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის.”სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, “თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს.” მისი თქმით, ასევე საუბრები გაიმართა საქართველოს მთავრობასთან.“ახლა საქართველოს მთავრობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ,” - განაცხადა სპიკერმა.

ილია ჭავჭავაძემ მოგვცა სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა – ჩვენ სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან,...

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა."შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა მიმდევრობით აღინიშნება. ერეკლე ჩვენი ბოლო დიდი მონარქი იყო და ილიას წილად ხვდა, მისი საქმის გაგრძელება - რომ ქართული სახელმწიფო, ერთიანი ქართველი ერი და სახელმწიფოს იდეა განევითარებინა და დაემკვიდრებინა თითოეული ქართველის გულსა და გონებაში. მან მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა.  ეს არის ის, რითაც ჩვენ ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ. ჩვენი ქართული სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.დამსწრე საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.მათ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს და „ილიას გორაზე“ ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

ბოლო სიახლეები