ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ბეჟაშვილი – ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს, ალბათ, „ქართულ ოცნებაში“ უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება წარსული შეახსენო – ჩვენ აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა...

როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო - აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა“.როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.„ოპოზიციის ალიანსი არის საქართველოს მილიონი მოქალაქის, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი. დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და არამხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ სენის წინააღმდეგ, რომელიც სჭირს საქართველოს. არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს იქნება ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ყველა ჯგუფის გაერთიანება, რომ ეს რუსული რეჟიმი ჩამოვაშოროთ ქვეყანას. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში, ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს.ალბათ, „ქართული ოცნების“ რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. არა წარსული, არამედ აწმყო და მომავალი. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რათა მომავალში უზრუნველვყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი ამოცანა.დღეს განვსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან”,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.გარდა ამისა, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა.„მერწმუნეთ, ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩამოთვლილია, არ უზრუნველყოფს და არ ადასტურებს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამაზე დიდი ილუზია ნუ ექნება „ქართულ ოცნებას“. ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რასაც ყოველთვის იღებდნენ, მათ უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების განმტკიცება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ამ გზავნილს ისინი აუცილებლად მიიღებენ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანზე დარტყმებს, ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს. ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, ამის ნაცვლად, ის ახალ პრობლემებს შექმნის და მძიმე შედეგებს დატოვებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო ძლიერების ნამდვილი ღირებულება ბრძოლის ველზე კი არა, ომის პრევენციაშია.„ყველა მხარე უნდა იცავდეს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს და თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან. ეს ასევე ემსახურება ყველა მხარის, მათ შორის ისრაელის ფუნდამენტურ ინტერესებს. წლების განმავლობაში ჩინეთი ერთგული იყო ირანის ბირთვული საკითხის პოლიტიკური მოგვარების წინსვლის მიმართ. ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, რაც ასევე ითვალისწინებდა ისრაელის უსაფრთხოების საკითხებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სამხედრო დარტყმებმა შეაფერხა“, – განაცხადა ვან იმ.ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და უკონტროლო გამწვავება.

პედრო სანჩესი – რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს

რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.მისი თქმით, მაშინ ევროპის პასუხი უნდა ყოფილიყო ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ.„მსოფლიო, ევროპა და ესპანეთი აქამდეც აღმოჩენილან კრიტიკული მომენტის წინაშე. რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელს ჩაგვითრია ახლო აღმოსავლეთში უკანონო ომში, რამაც არასტაბილურობისა და ტკივილის გარდა, არაფერი მოგვიტანა. მაშინ ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენი ახლანდელი პასუხი: არა საერთასორისო სამართლის დარღვევებს, არა ილუზიებს, რომ შეგვიძლია მსოფლიოს პრობლემები ბომბებით გავაჭრათ, არა წარსულის შეცდომებს, არა – ომს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ლიეტუვაში აცხადებენ, რომ განიხილავენ აშშ-ის დახმარებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში და შეუძლიათ ჯარების გაგზავნაც კი, თუ ვაშინგტონი ამას მოითხოვს

ლიეტუვა განიხილავს აშშ-ის დახმარებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში და შეუძლია ჯარების გაგზავნაც კი, თუ ვაშინგტონი ამას მოითხოვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ განაცხადა.ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ლიეტუვას აშშ-ისგან ჯარების გაგზავნის თაობაზე არანაირი მოთხოვნა არ მიუღია. სკაისგირიტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვის ძალების გაგზავნის შესახებ ნებისმიერი განხილვა ჰიპოთეტურია.ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანზე დარტყმების განხორციელების საფუძველი ჰქონდათ და ამ ნაბიჯს გარდაუვალი უწოდა ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით თეირანის პოზიციის გამო.„სამწუხაროდ, ირანმა არ გაითვალისწინა აშშ-ის მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეჩერების, ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერების შესახებ და პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ და ისრაელი ამ შემთხვევაში სწორად მოიქცნენ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ბოლო სიახლეები