კვირა, მაისი 25, 2025

ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი“ – ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დღეს ვისთან უნდა ყოფნა, ასევე პარტიაში ქუჩის წინააღმდეგობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი:

“ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვისთან უნდა ყოფნა. სიმბოლური თარიღების დროს, მეგობარი ქვეყნები და მათი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში. ხისტი ფორმები კი არა, უბრალოდ საჭიროა ქუჩაში წინააღმდეგობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი არ რეაგირებენ არაფერზე, ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ არ ვართ ინტეგრირებულები, ამიტომაც, პირველ რიგში ორგანიზებაში ჩართულია ის ხალხი და კითხვები მათ უნდა დაუსვათ,”- აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე: – “ჩვენ ვემზადებით ზეიმისთვის, ჩვენი პარტია მარშით გაემართება მარჯანიშვილიდან რუსთაველისაკენ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.პარიზელთა მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთა – მომავალ სეზონში ლიონელები კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ჩინეთში მოულოდნელად ქართველი ჟურნალისტი ავთო ოთინაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დამფუძნებელი ავთანდილ ოთინაშვილი.გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.მათი ცნობით, ავთანდილ ოთინაშვილი იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს.

ვინ არიან ფეხბურთელი, რომლებიც არბიტრმა „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დასაჯა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.

რა მდგობარეობაა პაკისტანში სადაც ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს.ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ უძღოდა რეგიონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იყო.სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ ლაჰორში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა მზის ენერგიის პანელები.პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა მოსალოდნელი ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.

საქმე გახსნილია! – ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს- ცნობილია დაკავებულის ვინაობა

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული კაცის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სულ ახლახანს დააკავეს ს. წივწივაძე.დადასტურდა, რომ ს. წივწივაძე ფლობდა წარსულში იმ იარაღს, რომლითაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე. ანუ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით!ახლა გამოსაძიებელია, თუ ვის მფლობელობაში გადავიდა ს. წივწივაძის იარაღი და როგორ აღმოჩნდა ის მკვლელის ხელში!!!“, - წერს ადვოკატი.

ბოლო სიახლეები