ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიის განცხადებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმა ვიზალიბერალიზაციის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.„სამოქმედო გეგმა ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც სომხეთმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე უნდა დააკმაყოფილოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.გეგმა ითვალისწინებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.„ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს, რათა დაადასტუროს სამოქმედო გეგმაში დადგენილი კრიტერიუმების თანმიმდევრული და ეფექტური განხორციელება, მათ შორის რეგულარული ანგარიშების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.

„მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას“ – პაატა იმნაძის რეკომენდაცია მუნთან დაკავშირებით

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.იმნაძის განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი…“ – თაკო ჩარკვიანი

„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი...“ -  ამის შესახებ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ მინდა, რომ ვიღაცას ბრალი დავდო, ნებსით არის თუ უნებლიეთ, დაგვღუპა და დაგვაქცია ოჯახები. რაღაცნაირად პროვოკაციას ჰგავს. არ ურეკავს თავის ძმას, ძმისშვილს ურეკავს ამ ბიჭის მეგობრებს, რომლების მთვრალები არიან...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და გასაღების ფაქტებზე დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის დასაწყისში, დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ იცოდნენ რა, რომ დაზარალებული ვახტანგ კობიაშვილი საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს, რა მიზნითაც დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ. შედეგად დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER - P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE - DDM4 PDW-ის; NAA - 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს.ამასთან, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ შეხვდნენ დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით ჩუბინიძე 4 ნოემბერს დააკავეს.  დავით ჩუბინიძეს და სხვა საქმეზე ძებნილ დავით მიქაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულ დავით ჩუბინიძისათვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯარიმა 1000 ლარი იქნება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის

5 ნოემბერს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები განიხილეს.მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.კერძოდ, თუ წვევამდელი თავს აარიდებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება.“რაც შეეხება ამ დამატებით სახდელს, უკვე მოქმედ ნორმებში არის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამატებითი კვლევები იყო საჭირო და იმ დამატებით კვლევებს როდესაც შესთავაზებენ, ამ შემთხვევაში გამოუცხადებლობაც იყოს ნორმაში შემოთავაზებული.დამატებით კვლევებზე გამოცხადება განისაზღვრება ერთი კვირის ვადაში, შეიძლება რამდენიმე დღის ვადაში დ თუ ხდება ეს არიდება არასაპატიო მიზეზით, როცა რაღაც ვალდებულების ნორმა არსებობს, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და სწორედ ეს შემოთავაზებაა. რადგანაც დაემატა კოდექსში, რომ ითვალისწინებს დამატებით კვლევას, ასევე აქ გამოუცხადებლობაც იქნება პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.გრიგოლ გიორგაძის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით“ დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.

ბოლო სიახლეები