ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა, ზელენსკიდან დაწყებული ლომჯარიათი დამთავრებული – გია ვოლსკი

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა, ზელენსკიდან დაწყებული ლომჯარიათი დამთავრებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საომარ ქმედებებში ჩართვა ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში წელში ვერ გაასწორებდა.

„ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა, ზელენსკიდან დაწყებული ლომჯარიათი დამთავრებული. ხმამაღალ განცხადებებს თუ არ აკეთებდნენ, ქმედება დავინახეთ – ომში რომ არ ჩავერთეთ, ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ხედავთ, რომლებიც დაფინანსებული არიან კონკრეტული ფონდების და კონკრეტული ქვეყნების მიერ. გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს. მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო?

ძირითადი მიმართულება, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ეს თემა დღის წესრიგში დგას. ორი ძალა როდესაც ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულია, რასაკვირველია, ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს. საქართველოს ჩართულობა ამ საომარ მოქმედებებში რუსეთის გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა, მაგრამ საქართველოსთვის ისეთი დამანგრეველი იქნებოდა, რომ ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში წელში ვეღარ გასწორდებოდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.აქვე განვმარტავთ, რომ ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

შსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოქალაქეების, ასევე საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა

გიორგი ვოლსკი ბიზნესის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეტანის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ საკმაოდ კარგად გააზრებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსთვის დაპირისპირების ახალი პლატფორმის შექმნასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რამაც თბილისის მშვიდობის პოლიტიკას უნდა შეუქმნას პრობლემა.„ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი, იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. ისიც ყველამ იცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა ბენზინს“, - აცხადებს ვოლსკი.

ბოლო სიახლეები