ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვაჟა ფშაველა და ნოდარ დუმბაძე – დღეს სამი დიდი ქართველის დაბადების დღეა

დღეს საქართველო სამი ბუმბერაზი ქართველის – ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს აღნიშნავს.

ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ჩარგალში ( დუშეთის მუნიციპალიტეტში) დაიბადა. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები”, „დარეჯანი”, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები”, 1903; „უძმოს-ძმა”, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები შვლის ნუკრის (1883), „ხმელი წიფელი” (1888-1889), „ქუჩი” (1892), „მთიანი მაღალი” (1895). ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში”, „სცენები”, 1889; „ტყის კომედია”, 1911; „ნაკვესები”, 1886-1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი” (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები”, „ფშავლების ცხოვრებიდან”, „ხევსურები” (1886), „ლაშქრობა” (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით” (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” (1896) და სხვები.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა. ის იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1992-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.1989 წლის14 აპრილს,სოფელ მატანში ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი აღნიშნეს. 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. მისი ცხედარი 23 ნომებბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა – ანა ივანეს ასული ბახტაძე – დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.

ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებებია, ასეთ რამეს 30-40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით

ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ივანიშვილზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, ორი მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით.„როდესაც საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ ორი მილიარდის თანხას კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობისა და გავლენის შედეგი. ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ოცნება” ქმნის პირობებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს – ცქიტიშვილი

"ქართული ოცნება", თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამობს, რომ ივანიშვილის გუნდს ამ პროცესის შეჩერება მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით შეუძლია, თუმცა გააკეთებს თუ არა ამას, მალე გამოჩნდება. "ქართული ოცნება", თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს. ანუ ცალსახად, ბურთი არის გადმოგდებული "ქართული ოცნების" მხარეს მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით, შეაჩერონ ეს პროცესი. ყველა სხვა შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი დროებით მაინც შეჩერდება.ქალები მომვლელებად მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში, თუ არა ათწლეულების, ვერ ნახულობენ თავის ოჯახის წევრებს. მობილობა იყო ქართული საზოგადოების ევროპაში, ევროპელების საქართველოში. სამწუხაროდ, ეს გახდება უკვე ცალმხირივი. რამდენად მზად არის, რომ თავისი მოსახლეობა ასე დასაჯოს "ქართულმა ოცნებამ" - არ ვიცი, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.

შალვა პაპუაშვილი – მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი პროცედურები აქვს, ყველაფერს დროულად შეიტყობთ, დაელოდეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი პროცედურები აქვს.მისივე თქმით, საზოგადოებას დროულად მიეწოდება ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.„მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი პროცედურები როგორც პარტიული, ისე ცესკო-ში რეგისტრაციასა და განაცხადთან დაკავშირებული. ყველაფერს დროულად შეიტყობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.კითხვაზე, „რამდენიმე თვის წინ მყარად ითქვა, რომ კალაძე იქნებოდა მესამე ვადით მერობის კანდიდატი“, პაპუაშვილმა უპასუხა:„ოთხი წლის წინ კახა კალაძეს დაანონსებამდე სილუეტი რომ ჰქონდა, ხალხი მარჩიელობდა, კალაძეს ვერ ცნობდა ამ სილუეტში. ასე რომ, დაელოდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა მოქალაქე ნახავს“.

კახა კალაძე – ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ეს არის ივესტიცია ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბოლო წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის, ასევე, ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას – ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.„მინდა, ყველას, თოთოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ახარებთ ქართველ ხალხს. იცოდეთ, რომ გვეამაყებით. გვეამაყება ის, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ მომავალი თაობები, ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურობა, რაშიც პირადად თქვენ ხართ ჩართული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.„მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში; თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი; თუ ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება მიზანს – კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.დღევანდელ პრეზენტაცას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე – ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, რათა მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სუს-ის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა

ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, რათა მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა.„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად. აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, რათა მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადეს, რომ ბირთვული მასალის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.

ბოლო სიახლეები