პარასკევი, მარტი 13, 2026

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა,ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას-ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერეს.

მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული.

„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება.

თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026-ზე საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – Foodex Japan 2026 ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის  მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია.მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ გოზალიშვილმა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, – აღნიშნა ზურაბ გოზალიშვილმა.საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების – „მაისი 2020-ის“, „ჰობის“, „გეონატურალის“, „აგროლაინის“, „აჩინებულისა“ და „წყალი მარგებელის“ მიერ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3 000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა

თურქეთში, ნატო-ს ინჯირლიკის ბაზაზე განგაშის სიგნალების ხმა გაისმა.აშშ-ის ჯარები ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ადანის მახლობლად არიან განლაგებულნი.ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა. ეს მოხდა ოთხი დღის შემდეგ, რაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევა იყო.ადგილობრივი მედიის ცნობით, სირენების ხმებმა ადანის მცხოვრებლები ადგილობრივი დროით დილის 03:25 საათზე გააღვიძა, რომლებიც დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისმოდა. ამბობენ, რომ ბაზაზე წითელი განგაში გამოცხადდა.

„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან მიმდინარე ომის დროს ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან ომის განმავლობაში ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.გამოცემის წყაროების განცხადებით, შეიარაღების სწრაფი შემცირება, პირველ რიგში, „ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებს შეეხო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, ომის პირველი 100 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 168 „ტომაჰავკი“ გამოიყენა.„ეს „ტომაჰავკის“ კოლოსალური დანახარჯია. საზღვაო ძალები ამ დანაკლისს წლების განმავლობაში იგრძნობს“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონი უახლოეს დღეებში ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის თეთრ სახლსა და კონგრესში სამხედრო საჭიროებებისთვის 50 მილიარდ დოლარამდე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანთან ომის დაფინანსების ნებისმიერი კანონპროექტი, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას გამოიწვევს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა არ იცის, ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში...

ფასიანი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვათა შორის, არც აშშ-ის პრეზიდენტისთვის, არც სახელმწიფო მდივნისთვის და არც ვიცე-პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის.„ჩვენი თუ არ გჯერათ, ამერიკის ადმინისტრაციას დაუჯერეთ, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის. ის, რომ რუსული რუბლების მიღების თაობაზე მარკეტა გრეგოროვამ არ იცის, ეს მისი პრობლემაა, რადგან საქართველოს არ იცნობს. თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა არ იცის და ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ფაინენშელ თაიმსი“ – ნავთობის ფასების ზრდით რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს

ნავთობის ფასების ზრდით რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.გამოცემის თანახმად, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, თუმცა ერთი ქვეყანა, რუსეთი, ამით სარგებლობს. ნავთობის გაყიდვიდან რუსეთი დღეში 150 მილიონ დოლარამდე დამატებით ბიუჯეტის შემოსავალს იღებს.რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.მარტის ბოლოსთვის რუსეთის პროგნოზირებული მთლიანი მოგება 3.3-4.9 მილიარდი დოლარი იქნება.

ბოლო სიახლეები