კვირა, თებერვალი 8, 2026

„ქართული ოცნება“ პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდ წარმატებას მოიპოვებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე,ორწლიან პერიოდში პარტიული რეფორმის მეორე ტალღას გეგმავს, რაც მისივე თქმით, საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად ჩამოაყალიბებს.

„ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შედგება ამა წლის ოქტომბერში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ ასევე ძალიან დიდ წარმატებას მოვიპოვებთ.

შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე, ორწლიანი პერიოდი იმისთვის, რომ დამატებით ვიზრუნოთ პარტიის განვითარებაზე, პარტიის გაძლიერებაზე და ამ პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მეორე ტალღა ჩვენი პარტიული რეფორმების, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო დღემდე უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის ამ საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთად დგომისთვის, რომლის გარეშეც ეს წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წინსვლაზე, განვითარებაზე, ამავე დროს არ გვავიწყდება, რომ ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, არის უამრავი სირთულე, ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია, მათ შორის რუსთავში, მათ შორის ამ რეგიონში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია ხშირად მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის კვლავაც დარღვეული და ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი.

ამ ყველაფრის, ამ მიზნების მიღწევა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთად დგომას, საჭიროებს ყოველდღიურ შრომას, მუხლჩაუხრელ შრომას და მე დარწმუნებელი ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში და ჩვენი შრომის და ბრძოლის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება საბოლოოდ მიღწეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს."2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს."ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.

„მიყვარხარ უსაზღვროდ“ – ლიზა ჩიჩუას ემოციური მიმართვა დედას

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი 6 თებერვალს იუბილარია. ქეთი დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის არის ქეთი შვილი ლიზა ჩიჩუა„დე, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ უსაზღვროდ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა და მისი უფროსი შვილისა და დედის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს. 

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდებადავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

ბოლო სიახლეები