ქართული ოცნება” ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატთან დაკავშირებით, დაახლოებით 2 კვირაში ჩამოყალიბდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა.
“კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება და ჩვენს პოზიციას უახლოეს პერიოდში დავაფიქსირებთ. კანონით დადგენილ ვადებში დაიწყება და ჩატარდება წინაასრჩენო კამპანიაც. ამ ოლქთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ სახელისუფლებო გუნდი არჩევნების ჩატარებას სამართლიან და კონკურენტულ პირობებში უზრუნველყოფს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
2018 წლის 28 აპრილს ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.