31 მარტს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მცხეთაში, გორსა და ახალციხეში რეგიონულ კონფერენციებს გამართავს.
კონფერენციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.