შაბათი, თებერვალი 28, 2026

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს წევრი გახდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო  ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ყოველწლიურ კონგრესში. მონტენეგროში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სრულ წევრობას.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია უკვე წლებია თანამშრომლობს IUSY-თან. 2016 წლის გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზაცია მისი დამკვირვებელი წევრი გახდა. იმავე წლის ივნისში IUSY-ის გენერალური მდივანი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობასაც ესწრებოდა. ასევე, ჩვენი წარმომადგენლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციებს უკრაინაში, მოლდოვაში, რუმინეთში, ალბანეთში, შვედეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

IUSY მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ევროპის და სხვა 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ირანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ – „მოვუწოდებთ ყველა მხარეს სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან შემაშფოთებელს უწოდებენ.საერთო განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს.„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვრჩებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს ან გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმს ძირი გამოუთხაროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირმა ირანის მკვლელი რეჟიმისა და რევოლუციური გვარდიის ქმედებების საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი სანქციები მიიღო და მუდმივად უწყობს ხელს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც გვარამიას – „ერთი რიგითი უცხოელი აგენტის“ დონემდეა დასული.„გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ირანის ელჩი საქართველოში – „ირანი მოქმედებს გაეროს ქარტიის ფარგლებში,ირანს ლეგიტიმური თავდაცვის უფლება აქვს”

ირანის ელჩი საქართველოში – „ირანი მოქმედებს გაეროს ქარტიის ფარგლებში,ირანს ლეგიტიმური თავდაცვის უფლება აქვს'',,რამდენიმე წუთის წინ შევხვდი საქართველოს საკითხებსა და კავკასიის გეოპოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ჩახედულ და ცნობილ პიროვნებას. მისი წინადადებით, ყველაზე ეფექტური პოზიცია, რომელიც ირანმა უნდა დააფიქსიროს, გახლავთ შემდეგი: „ირანს ომი არ დაუწყია, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიხედვით, ირანს აქვს ლეგიტიმური თავდაცვის უფლება“. ვეთანხმები მის ნათქვამს- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.შესაბამის ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები: დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია, წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა); შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში; ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში – თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი; ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში – გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება; განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში აცნობეთ პოლიციას.ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.  მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილეს.  მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე. ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს.საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7.მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზა ირანმა რაკეტებით დაბომბა – CNN

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზა ირანმა რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.ოფიციალური პირის განმარტებით, სიტუაცია აქტიურია.ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განლაგრბული.

ბოლო სიახლეები