ორშაბათი, მარტი 31, 2025

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა კორუფციის აღქმის შეფასება მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე: რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში? და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში?
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის გლობალურად 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა.
საქართველო რეიტინგში უსწრებს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიანმარში ორსული ქალი გადაარჩინეს – მან ნანგრევების ქვეშ 60 საათი გაატარა

მიანმარის მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ქალაქ მანდალაის მაშველებმა, სტიქიიდან სამი დღის შემდეგ, ორსული ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, ქალმა ნანგრევების ქვეშ 60 საათი გაატარა. ქალის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება.მედიის ცნობით, მიანმარში 7.7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 000-სს უახლოვდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰაერში სიკვდილის სუნი დგას. მაშველების განმარტებით, ნანგრევების ქვეშ ჩარჩენილი ცხედრები სწრაფად იწყებს ხრწნას, რადგან ტემპერატურა დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს.აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზული მოდელირების მიხედვით, მიანმარში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 10 000 ადამიანს აღემატებოდეს, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა შეიძლება ქვეყნის წლიურ ეკონომიკურ შემოსავალს გადააჭარბოს.მიანმარში ძლიერი მიწისძვრა პარასკევს მოხდა. მისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

ალექსანდრე იაშვილი – სომხეთთან მომხდარი ინციდენტის გამო ჯერ კონკრეტული გაფრთხილება არ მიგვიღია, იმედია, თურქეთთან უმაყურებლოდ არ ვითამაშებთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.„ჩვენთვის მნიშვნელოვანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო, რადგან ეს უფრო ძლიერ მეტოქეებთან თამაშისა და განვითარების წინაპირობაა. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ნოემბრის თამაშების შემდეგ წარმატებისთვის მიგვეღწია.სანიოლმა გუნდი ახალი ტაქტიკით ათამაშა. ეს დიდი ხანია, იგეგმებოდა და ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს. გუნდის ტაქტიკას ფეხბურთელები განაპირობებენ და ახლა ვინც ნაკრებში თამაშობს, ოთხმცველიან სქემაზე გადასვლა შეუძლიათ, ეს სომხეთთან თამაშებში გამოჩნდა.რაც შეეხება სომხეთთან მომხდარ ინციდენტს – შევეცდებით, შემდეგ თამაშზე უფრო მაღალ დონეზე იყოს უსაფრთხოება დაცული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს. რა სახის სანქცია იქნება, ამის შესახებ კონკრეტული გაფრთხილება ჯერ არ მიგვიღია. იმედია, ძალიან მკაცრი სასჯელი არ იქნება და თურქეთთან მატჩს მაყურებელი დაესწრება“.

გია აბაშიძე: მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება, რომლის ოჯახიც რეჟიმმა 2009 წლის მაისში აქციაზე საჭმლის მიტანის გამო დასაჯა, ხოლო „თიბისი“ ბანკმა თავისივე შეფასებული ქონება, რომელიც 500 000 დოლარის იყო, სახელმწიფოსგან 150 000 დოლარად იყიდა და სულ რაღაც 8 თვეში ეს ქონება 600 000 დოლარად გადაყიდა.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა. მისივე თქმით, მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს.„მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს. სულისშემძვრელია, რაც 31 მარტის პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე მოისმინა საზოგადოებამ. ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა გარეწარი მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა.მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს“, - წერს გია აბაშიძე.

შალვა პაპუაშვილი – მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, აქ დაბალი ღობე არავინაა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.„მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა, – წერს შალვა პაპუაშვილი.საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მარინ ლე პენს საფრანგეთის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება, მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

გიორგი ჩიკვაიძე – საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე

საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა. მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედველი ქართველი ხალხი.ხშირად ისმის ფრაზა - ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე - ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია - ერთი ერთზე - მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“,- წერს ჩიკვაიძე.

ბოლო სიახლეები