ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით – “ღამის კურიერის” ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.

მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა.

“ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის [ერთიანობის] იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე – რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლუის ენრიკე – ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება პსჟ-ში მოსვლის დღიდან მსურდა, რადგან ის იმ თვისებებს აერთიანებს, რაც ჩვენი პროექტისთვის მთავარია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ასტონ ვილასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე (3:1) ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.„ყველაზე მეტად ჩვენი გუნდის ხასიათი მომეწონა. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა ანგარიში „ასტონ ვილამ“ გახსნა. ეს იყო განსაკუთრებით რთული მომენტი, როდესაც შეიძლებოდა საკუთარ ძალებში ეჭვი შეგვპარვოდა, მაგრამ გუნდმა აჩვენა სახე და ხასიათი. შედეგი ძალიან კარგია და წინაპირობაა იმისა, რომ ორმატჩიანი რაუნდი მოვიგოთ.ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასეთი მნიშვნელობის თამაშებში ემოციები უნდა აკონტროლო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრის დროს არის როგორც აღმავლობის, ასევე დაცემის მომენტები. ვფიქრობ, გუნდმა აჩვენა ის მენტალიტეტი და ხასიათი, რაც ყოველთვის ახასიათებდა.ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, ის მრავალმხრივი მოთამაშეა. ჩვენ მისი გადაბირება გვინდოდა 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც პსჟ-ში მოვედი. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენი პროექტისთვის მთავარია: ახალგაზრდობა, ბურთის ფლობის უნარი, უბურთოდ მოძრაობა, დაცვის დახმარება და ძალიან მაღალი დონის ფიზიკური მომზადება.კვარა ნამდვილად დიდი პიროვნებაა, რომელსაც უკვე სოლიდური გამოცდილება გააჩნია. დღეს მას საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა და მიმაჩნია, რომ იგივე პრიზი „ლივერპულთან“ შეხვედრაშიც შეეძლო მიეღო“, – აცხადებს ლუის ენრიკე.

სოზარ სუბარი – თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.ვიცე-სპიკერმა გაიხსენა 2008 წლის სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ როინ შავაძეს მოხვედრილი ჰქონდა 20 ტყვია და აქვე აღნიშნა, რომ თუკი ადგილი ჰქონდა შავაძის მხრიდან გაქცევის მცდელობას (როგორც ეს მისი ბრალდების საქმეშია), მაშინ ეს ოცივე ტყვია არ ექნებოდა წინა მხრიდან ნასროლი.„ამ საქმეზე დღეს უკვე განაჩენი დამდგარია ძალიან ბევრი პირის მიმართ. სამწუხაროდ, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიგვითითა ამ საქმის გამოძიებისკენ, რატომღაც საქმეს ვერ მოვკიდეთ ხელი ისე, როგორც ეს საჭირო იყო. 2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებაში ამ საქმის ბევრი ფაქტია ასახული. მათ შორის, მოყვანილია ციცინო შავაძის, როინ შავაძის მეუღლის სიტყვები – მითხრეს, რომ გაქცევას ცდილობდაო, რაზეც ის პასუხობს – ადამიანი, რომელსაც ფეხი და ხელი აქვს მოტეხილი, შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობა გაქცევის კვალი, გაქცევას როგორ მოახერხებდაო. როინ შავაძეს 20-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ყველა გულ-მკერდის არეში, წინა მხრიდან.შეუძლებელია გაქცევის მცდელობის დროს წინა მხრიდან მოხვედროდა ტყვიები, რითაც დასტურდება, რომ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მეორე ტყუილი – ქაქუთი არის გურია-აჭარის საზღვარი და კითხვაზე – რატომ წაიყვანეთ შავაძე ამ მიმართულებით, პასუხი იყო, რომ თბილისში მიყავდათ. სინამდვილეში, თბილისში შავაძის წამოყვანა იმ დროს შეუძლებელი იყო იმ გზით, რადგან შიდა ქართლი მთლიანად იყო ოკუპირებული. თუ აუცილებელი იყო მისი თბილისში წამოყვანა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო მთიანი აჭარის გავლით. ასე რომ, ეს იყო მეორე ტყუილი და თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.სოზარ სუბარი კომისიის სხდომაზე როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძისგან ასევე დაინტერესდა, ხომ არ ყოფილა მუქარა მათი ოჯახის მისამართით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. რაზეც ციცინო შავაძემ უპასუხა, რომ მუქარა გრძელდება დღემდე.„მუქარა იყო და გრძელდება დღესაც. თუმცა მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მკვლელობის დამკვეთები აუცილებლად დაისაჯონ,“ – განაცხადა შავაძემ.

“გახარია დაამთავრებს ამ კომისიას” – ზაზა თავაძე

"გახარია დაამთავრებს ამ კომისიას" - ასე აფასებს "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე წულუკიანის მიერ კომისიაზე ექსპრემიერის დაბარებას.მისი ქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად საკუთარ თავს "ლიკვიდაცია" გამოუცხდა. თქვენ მე გაგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აგრძელებენ  ივანიშვილის სამსახურში ყოფნას და ივანიშვილის "დასში" ყოფნას, ის ადამიანები გახარიას დანახვაზე სამი ნაბიჯით უკან იწევდნენ ხოლმე და მისი დანახვის ლანდისაც კი ეშინოდათ. ესენი იყვნენ ის ადმიანები, რომლებიც გახარიას ქებაში იყვნენ ოცდაოთხი საათი.მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად ლიკვიდაცია გამოაცხადა. გახარია დაამთავრებს ამ კომისიას. მე გაძლევთ ამის გარანტიას, რომ თუ გახარია ამ კომისიაზე გამოცხადდება, ის დაამთავრებს ამ კომისიას -  ამბობს ზაზა თავაძე. 

ზეინეპ ილდიზი – ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე ქართული დელეგაციის გარეშე, მოგიწოდებთ, გადახედოთ ამ საკითხს, უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია

ქართული საზოგადოების გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში, მართლაც წარმოადგენს იმ რეზოლუციის საფუძველს, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ. ამის მიღწევის გასაღები ნამდვილი დიალოგი და თანამშრომლობაა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ზეინეპ ილდიზმა ასამბლეის სესიაზე განაცხადა.ზეინეპ ილდიზის თქმით, მიაჩნია, რომ დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ასამბლეაზე მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად.„ამ მხრივ, მსურს, გამოვხატო ჩემი შეშფოთება და სინანული საქართველოზე წინა რეზოლუციის მიდგომისა და იმ დისკუსიების გამო, რომლებიც სანქციების მუქარაზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, აუცილებელია კონსტრუქციული კრიტიკისადმი ღიაობა, იძულების მსგავსი მეთოდების გამოყენება შესაძლოა, უკუპროდუქტიული იყოს, რადგან ამ მიდგომას არ მიუღწევია დასახული მიზნებისთვის. ამ მომენტში, ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას და დავხურავთ კარს დიალოგისთვის, რომელიც არის ერთადერთი გზა საერთო ენის გამოსაძებნად და პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კოლეგას, გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს“, – განაცხადა ზეინეპ ილდიზმა.

დავით მათიკაშვილი – უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა, ამ საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული

უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა, ამ საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოში დელეგაცია აღარ ჰყავს და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ წერილიც გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს.„პასეს საკითხზე აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული. ამ ფორუმზე ჩვენს ქვეყანას როცა მოსთხოვეს მილიონ ორასი ათასი ადამიანის ნების, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების იგნორირება, ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ახალი არჩევნების დანიშვნა, ჩვენი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენლებისგან იყო მკაფიო პასუხი, რომ ჩვენ აღარ ვაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას. ჩვენ აღარ გვყავს შესაბამისი დელეგაცია პასეში და ამაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული წერილიც მიწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასე რომ, დღეს კიდევ რატომ სურთ საუბარი უკვე განვლილ თემაზე, ამაზეა პასუხი გასაცემი. პასუხი ძალიან მარტივია – ამ ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებსაც მოაკლდებათ საწვავი, რათა ფსევდოპროტესტით შეიარაღებულნი გავიდნენ ქუჩაში, იმ წუთშივე არის მცდელობა, პოლიტიკური საწვავი დაუმატონ. სწორედ ამას, მაშველ რგოლს ემსახურება ის რაღაც სცენების დადგმა და სპექტაკლები, რომლებიც უკვე განვლილ თემას შეეხება და აქტუალობა დღეს აღარ აქვს. ამ უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები