ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა ესპანელი დუეტი ანგარიშით 17:9 დაამარცხა.
14 თებერვალს ტურნირის ინდივიდუალურ პირველობაზე მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ცალ-ცალკე იასპარეზებენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

