ქართველმა კალათბურთელმა, ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ბიბლოსელებმა ერთ-ერთ ლიდერ “ალ რიადს” უმასპინძლეს და 80:88 დამარცხდნენ. ცქვიტიშილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნიკამ 34 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. 2 მოგებითა და 15 მარცხით “ბიბლოსი” ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგ მატჩს ცქიტიშვილის გუნდში 11 თებერვალს, სტუმრად, “ანტონინსთან” გამართავს.