კვირა, თებერვალი 15, 2026

ქართველმა კალათბურთელმა ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 

ქართველმა კალათბურთელმა, ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ბიბლოსელებმა ერთ-ერთ ლიდერ “ალ რიადს” უმასპინძლეს და 80:88 დამარცხდნენ. ცქვიტიშილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნიკამ 34 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. 2 მოგებითა და 15 მარცხით “ბიბლოსი” ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგ მატჩს ცქიტიშვილის გუნდში 11 თებერვალს, სტუმრად, “ანტონინსთან” გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა რომელიც 2000 წლისაა და უდიდესი ძალა აქვს

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი", - ეს ლოცვა 2000 წლისაა.წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან.დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა.იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ - გვილხინს... და ვამბობთ შეუზღუდავად.

ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო​  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) დროებით იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.

პროდუქტი, რომელიც ხის ჭურჭელში არ უნდა შეინახოთ – ექიმის გაფრთხილება დიასახლისებს

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? - არა.

მარკო რუბიო – ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ეს არის ის, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ

ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაა და ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამჟამად სლოვაკეთისა და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ქვეყნები თანამშრომლობას გააღრმავებენ.„ჩვენ ორივეს გვყავს შესანიშნავი გუნდები და ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ და მუდმივად ურთიერთობენ, მაგრამ პირდაპირი ჩართულობის დონის შემცვლელი არაფერია. ცენტრალურ ევროპაში ჩართულობა არის ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატებისგან უნდა ელოდოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ახსენეთ ვიშეგრადის ჯგუფი (V4), ეს არის ის, რაშიც ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩართულობას, როგორც ფორუმს, სადაც შეგვიძლია, ვიპოვოთ სფეროები, სადაც შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და მივაღწიოთ თანამშრომლობას. თქვენ ახსენეთ კიდევ ერთი რამ, რაც არ ვიცი, რატომ გახდა საკამათო, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაა და ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ. ეს არის ის, რასაც მათი ქვეყნების ლიდერები აკეთებენ.  ახლა, როდესაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ემთხვევა, მაგალითად, როდესაც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები და სლოვაკეთის ეროვნული ინტერესები ემთხვევა, ეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. სწორედ აქ ჩნდება პარტნიორობა. სწორედ აქ ვცდილობთ ერთმანეთის წინსვლის გზის პოვნას. ამაში საკამათო არაფერია, სულ მცირე, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლშია. თქვენი თვალსაზრისი და ის თვალსაზრისი, რომელიც გამოთქვით როგორც ჩემთვის, ასევე საჯაროდ, დაფუძნებულია როგორც თქვენს გეოგრაფიაზე, ასევე თქვენს ისტორიაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისია, რომელიც უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნეს გათვალისწინებული“, –  განაცხადა მარკო რუბიომ.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი – აშშ-თან საქმეები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება

ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, რომელიც შეერთებულ შტატებს „პირდაპირ და მკაფიოდ“ ესაუბრება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადახედვის პროცესში, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„პოლიტიკოს“ მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებული მუქარების ფონზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქმეები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება“.„გრენლანდიისა და დანიის მხარდაჭერაში როდესაც ჩვენ ერთიანობა გამოვავლინეთ, ვფიქრობ, ურთიერთობები ცოტათი შეიცვალა. სერიოზულად უნდა მოგვეკიდონ ჩვენ, როგორც კოლექტიურ ევროპულ ქვეყნებს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.სილინას განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აჩვენა, რომ ევროპა და აშშ ერთად დგანან „უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი მომავლისთვის“, თუმცა, როგორც ლატვიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მსოფლიო ახლა განსხვავებულია“.მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა განსაზღვროს წესები, „როგორი საქმიანი ურთიერთობები ექნება ევროპას აშშ-თან და აშშ-ს ევროპასთან“.ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთოს ევროპული ბირთვული შეკავების მექანიზმის თაობაზე მიმდინარე განხილვებში.„ჩვენს წინა ვალდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, რატომაც არა?“ – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, უკეთ შეიარაღებული და უფრო შემართული ევროპა მეტ პატივისცემას დაიმსახურებს.„ეს ნიშნავს, რომ აშშ-თან ურთიერთობაში ჩვენ მზად ვიქნებით, პასუხი უფრო პირდაპირი და მკაფიო ფორმით გავცეთ. ჩვენ ეს ტანგო გვექნება, მაგრამ შესაძლოა, ახალი მოძრაობებიც დაემატოს“, – განაცხადა სილინამ.

ბოლო სიახლეები