ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს. რევაზ დავითაძემ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ ააჟღერა. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ბარამიძის განცხადება პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა

ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება განცხადება, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა.„ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დადანაშაულებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ოკუპაცია ხორციელდება. ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ეს ხდებოდა და მეორეც, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა.უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარემ, რომ ადამიანს დევნიან იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვაო. ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება ის განცხადება, რომელიც გააკეთა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან იწყება.ცენტრის ცნობით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.„ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს  სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; პროგრამის სწავლის საფასური; ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსან ჰენრი კუპრაშვილს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებებს უსურვებს.„ბატონ ჰენრის ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.80 წელი არის განვლილი ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მიღწევების, დამსახურებების შეჯამების ეტაპი და ამავდროულად მომავალი წარმატებების დასაწყისიც.ჰენრი კუპრაშვილის მემკვიდრეობა განსაკუთრებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ჰარმონიულად გაერთიანდეს მეცნიერი და პედაგოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე და სპორტსმენი. მისი მოღვაწეობის თითოეული მიმართულება პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰენრი კუპრაშვილის პედაგოგიური და აკადემიური მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ცოდნისა და გამოცდილების თაობიდან თაობისთვის გადაცემის კულტურა. მისი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ წარმატება მხოლოდ ერთი სფეროს მიღწევებით არ განისაზღვრება. ადამიანის ნამდვილი ღვაწლი სწორედ მრავალმხრივობაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და იმ ფასეულობებში ვლინდება, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა, მეცნიერება, განათლება და სპორტი ვითარდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ჰენრი კუპრაშვილს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ, მომავალშიც ენერგიითა და შემართებითა გააგრძელოს საქმიანობა, ღირსეულად ემსახუროს მეცნიერებას, განათლებას, ქართულ სპორტსა და საზოგადოებას, ახალი გამარჯვებებით გაამდიდროს საკუთარი და საქართველოს წარმატებების ისტორია და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იყოს ახალგაზრდა თაობებისთვის შრომისმოყვარეობის და პროფესიონალიზმის ღირსეული მაგალითი“, - აღნიშნულია მილოცვაში.ცნობისთვის,, ჰენრი კუპრაშვილი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ავტორი და ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის სამინისტრო – უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ანგარიში წარედგინება, საქართველო ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად ემზადება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.უწყების განმარტებით, მომზადებული ანგარიში ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. სამინისტროს ცნობით, საქართველო ემზადება ორივე მიმართულებით ვალიდაციის უმაღლესი – ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად.„საბჭოს წევრებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენი ეროვნული ვალიდაციის ანგარიშის დასრულებული პროექტი განიხილეს. ანგარიშში ასახული მონაცემებით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული B ჰეპატიტის მიმართულებითაც. საქართველომ უკვე შეასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები – ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს მიაღწია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 90.5%-ს შეადგენს.საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს ვალიდაციის განაცხადის პროექტის წარმოდგენილი ვერსია. სხდომაზე აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს.2015 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგები ამ მიმართულებით განხორციელებულ თანმიმდევრულ და მასშტაბურ სამუშაოს ასახავს. ამ პერიოდში შეიქმნა ძლიერი ეროვნული პროგრამა, მნიშვნელოვნად შემცირდა C ჰეპატიტის დაავადების ტვირთი, მიღწეულია B ჰეპატიტის კონტროლის მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები და ჩამოყალიბდა პროგრამის გრძელვადიანი მდგრადობისთვის აუცილებელი პოლიტიკა, სერვისები და ეპიდზედამხედველობის სისტემა.საქართველოს გააჩნია ყველა ძირითადი წინაპირობა, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიიღებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მაღალი – ოქროს დონის (Gold Tier) საერთაშორისო აღიარებას.აღნიშნული მიღწევა წარმოადგენს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს შიო მესამე სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.საპატრიარქოს ცნობით, შიო მესამე სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს 14 სექტემბერს, 14:00 საათზე საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები