რუსეთის ქალაქ ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა შორის რუსეთის მოქალაქე, მაგრამ ეროვნებით ქართველი ტატიანა დარასელიაა. როგორც რუსული მედიასა და სოციალურ ქსელებში წერენ, ტატიანა დარასელიამ, სავაჭრო ცენტრში ბავშვების გადარჩენისთვის დაბრუნდა.
ტატიანა დარასელია მასწავლებელი იყო და კინოთეატრში შვილთან ერთად იყო მისული. ხანძრის დროს, მან ქალიშვილი შენობიდან გაიყვანა, თუმცა როდესაც კინოთეატრის დარბაზიდან ბავშვების ხმა გაიგო, უკან დაბრუნდა რომ ისინიც დაეხსნა ცეცხლისგან, მაგრამ ის შენობიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა. ელია მისი ერთადერთი ქალიშვილი იყო.
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.
ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრებიდან კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი მასშტაბურია. 2003 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში ხანძრისას 44 სტუდენტი დაიღუპა, დაშავდა 156. 2007 წელს კრასნოდარში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელს ღამის კლუბ პერმაში ხანძარმა 153 ადამიანი შეიწირა. 2015 წელს ხანძარი გაჩნდა კაზანში მდებარე სავაჭრო ცენტრშიც, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა.