ორშაბათი, მარტი 16, 2026

“ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი” – რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ?

ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.

“ქალბატონებო, როგორ განებივრებენ მეუღლეები? ( საწოლში მოაქვთ თქვენთვის ყავა, დადიან თქვენთან ერთად სასეირნოდ, გეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე, გჩუქნიან საჩუქრებს და ა.შ.)”
აი, რამდენიმე პასუხი:

  • “ჩემი მეუღლეა ზუსტად ასეთი, უზომოდ რომანტიკოსია და სულ მანებივრებს, ხშირად დავდივართ: კინოში, პიცერიაში, სასეირნოდ, დასასვენებლად, ხშირად მანებივრებს ყვავილებით და საჩუქრებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველა

    შეხვედრაზე დიდი თაიგული და საჩუქრები მოჰქონდა“.

  • “რატომ გიკვირთ, ქართველი ვერ იქნება რომანტიკოსი? ჩემი მეუღლეც ძალიან მოსიყვარულე და რომანტიკოსია. უბრალოდ, დრო არ აქვს სადმე ვიაროთ, თუ კი ვახერხებთ, ყველგან მივყავარ“.
  • “მართალია, ყველა თავისებურად გამოხატავს. საჩუქარზე მეტად მისი თბილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა მახარებს და მაბედნიერებს”.
  • “4 სული რომ მის კისერზე ვართ, საჩუქარი არ არის? 3 შვილი რომ მყავს, ჩემთვის ისიც საჩუქარია… რომ გვაცვია, არ გვშია და არ გვცივა, ეგეც საჩუქარია… სიყვარულით სავსე თვალებით რომ შემომხედავს… აღარც ყვავილია საჭირო… ყოველთვის რომ ცდილობს, გული არაფერზე მატკინოს, ეგეც საჩუქარია და 3 შვილს რომ იტოვებს და მეგობრებთან ერთად გასართობად მიშვებს, ეგეც

    საჩუქარია…”

  • “ისე,რომ დავფიქრდი, ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, ორსულობის გადამკიდე უჟმური ცოლი გავხდი და ყველაფერზე უარს ვეუბნები. დავფიქრდი და ახლა მეტირება“.
  • “ხშირად ვერა, მაგრამ როცა შეუძლია, დილით ყავაც მოაქვს საწოლში და ვახშამზეც მეპატიჟება. სასეირნოდ ჩვენს შვილებთან ერთად დავდივართ და ძალიან მიკვირს, რომ კითხულობენ – ასეთი ქართველი კაცი არსებობს?“
  • “ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი. მე ასე მიმაჩნია“.
  • “ქართველი კაცი თუ ცოლს ყავას მიართმევს საწოლში, იმას ქართველობა და კაცობა ჩამორთმეული აქვს, თუ როგორაა საქმე?“
  • “ერთხელ მოვამზადეებინეე ყავა, ბევრი ვედრების შემდეგ და რომ მომიტანა ყავა ცხიმიანი იყო. ვკითხე რა სჭირს-თქო, კარტოფილს ვჭამდი და ჩამივარდააო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი თხოვნა“.
  • “აი, მომკალი და ვერ ვიტან ისეთ კაცებს, სულ რომ ცოლის სიამოვნებაზე ფიქრობენ. ჩემმა ქმარმა რომ სხვების თვალწინ შემაქოს ან მომეფეროს, შეიძლება ეგრევე გული ამიცრუვდეს, ოღონდ მართლა!!! ეტყობა მე ვარ ისეთი ტიპი, რომ არ მომწონს ზედმეტი რომანტიკა და ვერასდროს ავიტან კაცს, რომელიც ყველაფერში დამეთანხმება და თავს შემომევლება… თუმცა მნიშვნელოვანი თარიღები კი ახსოვს და იცის, რომ ყვავილებზე მეტად ბოტასები ან რამე ჩასაცმელი გამიხარდება და ეგეთ რამეებს უფრო ყიდულობს და კიდევ, მას შემდეგ, რაც მეორე ბავშვი გვეყოლა, შუაღამე არ ეზარება ადგომა და საჭმლის მომზადება. ეგ უფრო ნებივრობაა ჩემთვის, ვიდრე სხვა რამეები ამ ეტაპზე”.
  • “პირადად არ მომწონს ქმრები, რომლებიც სულ ცოლებს ეტენებიან და სულ მათ სიამოვნებაზე ფიქრობენ და თქვენ თუ მოგწონთ, თქვენი ნებაა… რადგანაც კარგად ვეწყობით და მყარი ოჯახი გვაქვს, ე.ი. ყველაფერი ნორმაშია და ზედმეტობები სულ არა საჭირო“
  • “მქონია პერიოდი მიკითხავს, სადაა დამარხული ჩემი ქმარი. ქვრივი ქალივით მარტო დავდივარ ყველგან-მეთქი… და აი აქ დამამუხრუჭებინა ჩემმა ქმარმა. შენ ახლა დედა თუ მოგენატრა, პირდაპირ თქვი, ნუ მივლიო. კარგი ბიჭია ჩემი ქმარი. მე ვიცი ხოლმე ტვინის ჭამა დანა-ჩანგლით“.
  • “არსებობენ ქმრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ცოლებისთვის და შვილებისთვის. თან მინდა აღვნიშნო, რომ ასეთებს ადრე ქალოიებს ეძახდნენ, რაც ჩემი აზრით, მარაზმია”.
  • “ზოგის რა დაწერს და ზოგი – რას, თუმცა არავინ იტყვის, როგორ უბრაგუნეს და ურახუნებს ქმარი”.

წყარო:mshoblebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ბოლო სიახლეები