უნგრეთში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ირმა ხეცურიანი ხმალში ოქროს მედლის, ხოლო რაპირაში ვერცხლის მფლობელი გახდა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ბრინჯაოს მოპოვება შეძლო კიდევ ერთმა ქართველმა მოფარიკავემ ხმალში ნინა თიბილაშვილმა. საუკეთესო დებიუტი იყო მსოფლიო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გვანცა ზადიშვილისთვის.
ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში საუკეთესო მოფარიკავე ქალის ტიტული დაიმსახურა. ასევე, ნინა თიბილაშვილი – 23 წლამდე ასაკის (ხმლით და რაპირით) ფარიკაობაში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელი გახდა.