ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი

Read Time:1 Minute, 11 Second

2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით
მედიისთვის მიცემული კომენტარის გამო ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.

“ეს არის ჩემი სიტყვები საქართველოს შესახებ, ზუსტად გადმოცემული. ნებისმიერს შეუძლია შეადაროს ისინი ბრალდებებს @MarketkaG რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. ის არ ციტირებდა „დემოკრატიული“ სიტყვებით.

💬 „მე, ერთ ფუნდამენტურ შეცდომად მიმაჩნია, როცა ჩვენი თვალით ვუყურებთ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელსაც განსხვავებული ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი მდგომარეობის თანაგრძნობას და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მათ შეფასებას“….„მან(რატი ბრეგაძე,რედ.) ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში, როცა საქართველოს ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო. დასავლეთი იქ ჯარს არასოდეს გაგზავნის, ამიტომ ისინი ყოველთვის მარტო არიან  რუსული არმიის წინააღმდეგ. მიჩვეულები არიან. ისინი შეიძლება მოიქცნენ განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ისინი მარტონი არიან. ”…”შეცდომა იქნებოდა კომუნიკაციის შეწყვეტა. თუ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაშინ ჩვენთვის სასარგებლოა იურიდიული ინსტიტუტების საკუთარი ცოდნით დავიწყოთ, რადგან ერთ-ერთი პირობაა, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს კანონის უზენაესობა, ვთქვათ, ევროპული მოდელი.  საქართველო“. – ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს სოციალურ ქსელ X-ზე პაველ ბლაჟეკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
Next post „იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე