ბრიტანეთში ქალმა შემთხვევით, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა, რომ მას პაემანი 2 წლის ბიჭის მკვლელთან ჰქონდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ჯონ ვებელსი, ბავშვის მკვლელი ავტობუსში გაიცნო. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და აღმოჩნდა, რომ მათ არაერთი საერთო ინტერესი ჰქონდათ; უსმენდნენ ერთი ჟანრის მუსიკას, უყვარდათ პოლიტიკაზე საუბარი და კაცმა ქალის მოხიბვლა თავდაჯერებულობითა და იუმორით შეძლო.
ქალი ამბობს, რომ ის არ ს აუბრობდა საკუთარ ბავშვობაზე და იშვიათად იყენებდა სოციალურ ქსელებს. ამის გამო, ქალმა მის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რასაც კაცი უყვებოდა.
მოგვიანებით, როცა ისინი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ, კაცმა ბევრი დალია და წამოსვლისას, ავტობუსის გაჩერებაზე, ქალს აკოცა.
როგორც ქალი ჰყვება, მკვლელმა ამის შემდეგ მესიჯების ხშირად მიწერა დაიწყო. ქალმა უთხრა, რომ მას უკვე ჰყავდა მეგობარი კაცი.
გაღიზიანებულმა ვენებლსმა დაიწყო მუქარა, რომ თუ მას არ დაშორდებოდა, კაცს უამბობდა, რომ მისი შეყვარებული მოღალატე იყო.
წყვილი ერთმანეთს შემთხვევით ისევ შეხვდა და მათ იკამათეს.
ამის შემდეგ, ქალმა საკუთარი მეგობრისგან Facebook-ზე მიიღო ბმული, რომელზეც 1992 წელს ჩადენილ მკვლელებს შორის ჯონ ვენებლსის ფოტოც ჩანდა.
ქალი ჰყვება, რომ არამხოლოდ შინაგანად, არამედ ფიზიკურადაც შეუძლოდ იგრძნო თავი, როცა გააცნობიერა, რომ პაემანი ბავშვის მკვლელთან ჰქონდა.
ჯონ ვენებლსმა ორი წლის ბიჭი, თანამზრახველებთან ერთად, 1993 წელს გაიტაცა და მოკლა. ამ დროს თავად 10 წლის იყო.
ის მაშინ ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში, გასამართლებული ყველაზე პატარა მკვლელი გახდა. ციხე 2001 ერთ წელს დატოვა, თუმცა ამის შემდეგაც არაერთხელ მოუწია პატიმრობა, – სხვადასხვა დანაშაულებების გამო.