ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

„ქალი ოჯახს, ბავშვების სანაცვლოდ, ფულს სთხოვდა…“ – დააკავეს სუროგაციის შუამავალი, რომელმაც 300 000 ლარზე მეტი მიითვისა

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ დააკავეს სუროგაციის შუამავალი ქალი, რომელმაც 300 000 ლარზე მეტი მიითვისა.

ემიგრანტმა ცოლ-ქმარმა საქართველოში, სუროგაციის შუამავალს, ანჟელა კვარაცხელია 300 00 ათას ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ბავშვები არ დაბადებულან.

9 წლის განმავლობაში 5 წარუმატებელი სუროგაცია შედგა და ორსულობა სხვადასხვა მიზეზით შეწყდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ანჟელა კვარაცხელია ოჯახს ეუბნებოდა, თითქოს, სუროგაცია 18 თვიანი იყო და ამ გზით ბავშვების დაბადებას გაცილებით დიდი დრო სჭირდებოდა.

ბოლო შემთხვევაში ქალი ირწმუნებოდა, რომ ბავშვები დაიბადნენ, თუმცა კლინიკაში ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

ჩვენი ინფორმაციით, ანჟელა კვარაცხელია პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

გამოძიება მას სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ანჟელა კვარაცხელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას.  ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – აცხადებს გიორგი ფანგანი.ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. 

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!”

,,სასწრაფო ინფორმაცია! მანგლისში ახალგაზრდა ქალი, თამარ ფერცულიანი იძებნება. ​ოჯახის წევრების განცხადებით, იგი მანგლისიდან გუშინ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ​ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჩართულობასა და მაქსიმალურ გავრცელებაზე დიდ იმედს ამყარებენ. ​თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის ადგილსამყოფელზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 597-17-77-58 ​გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!''-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი, სეზარ გასტელუმი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, გასტელუმი ორ მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა ტრეს რიოსში, კულიაკანის ჩრდილოეთით მდებარე სწრაფი კვების რესტორნის წინ, როდესაც მას მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ერთ-ერთმა ახლო მანძილიდან ესროლა.როგორც BBC წერს, მას TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ძირითადად კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებდა.მედიის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ.ცნობისთვის, ეს მექსიკაში ინფლუენსერის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.

📚 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეები ელით – ნახეთ, რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ - 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ბოლო სიახლეები