პარასკევი, ივნისი 12, 2026

ქალაქი, სადაც არავინ იბადება

დედამიწაზე არსებობს კუნძული, სადაც ადგილობრივებს წელიწადის ხუთი დრო აქვთ, ფეხმძიმე ქალებს ბავშვის გაჩენა ეკრძალებათ, დაუშვებელია მიცვალებულის დაკრძალვა.  აქ უმუშევრობა არ არსებობს. კრიმინალის დონე კი თითქმის ნულია. ეს არის კუნძული, სადაც კატის ყოლა აკრძალულია, ალკოჰოლის მიღებაზე შეზღუდვაა დაწესებული, ქალაქში იარაღით გადაადგილდებიან და ქუჩებში პოლარული მელა, ირემი და თეთრი დათვები დადიან.

ახლა ჩვენ თქვენთან ერთად ვიმოგზაურებთ დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სვალბარდის კუნძულებზე. წინ საოცარი სანახაობა გელით.

წყარო:  1tv

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანთან შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, შაბათ-კვირას გაფორმდეს

თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა „ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია“.„ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას და ახლა, დოკუმენტების საბოლოოდ ვამუშავებთ, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, წინ მივდივართ. სავარაუდოდ, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება. ეს შესანიშნავი მოვლენაა. ნავთობის ფასი დაეცა და, ვფიქრობ, ის კიდევ უფრო დაიკლებს, შესაძლოა, იმაზე დაბლაც, ვიდრე ადრე იყო. ფასები შემცირდება. როდესაც ნავთობის ფასი იკლებს, სხვა ხარჯებიც მცირდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც ამ ყველაფრის გავლა მოგვიწია. ამიტომ ეს ძალიან დიდი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხელმოწერა მალე გაიმართება და დოკუმენტები უკვე თითქმის საბოლოო ფორმაშია. ვნახოთ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს საკმაოდ სწრაფად უნდა დასრულდეს. მათ ეს შეთანხმება ზუსტად ისევე სურდათ, როგორც სხვებს. ვფიქრობ, ამის შედეგად ბევრი კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.ახლახან ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც განცხადებაში იყვნენ ნახსენები. ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს. ვესაუბრე კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის და სხვა ქვეყნების ლიდერებს. ასევე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. პრეზიდენტი ერდოღანი შესანიშნავია. ეს მართლაც შესანიშნავი მოვლენაა. პაკისტანი ფანტასტიკური იყო. პრემიერ-მინისტრი და ის, ვისაც მე გენერალს ვეძახი – შესანიშნავი გენერალია. ყველა ძალიან ბედნიერია. მთელი ახლო აღმოსავლეთი ბედნიერია და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი. როგორც კი ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, სრუტე გაიხსნება. როგორც კი ხელს მოვაწერთ, ძალიან მალე, შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ევროპაში. მე იქ ყოფნას ვერ შევძლებ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება. ასევე რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც. სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს.“”, – აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაიხსნება.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდა თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი შეთანხმებას, ტრამპმა უპასუხა: „როგორც გავიგე, პასუხი დადებითია“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.„შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემისა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს.კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა რწმენისა და სულიერი ფასეულობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თქმით, მიუხედავად მცირე ტერიტორიისა და მრავალი ისტორიული განსაცდელისა, სწორედ რწმენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის ერთგულებამ გადაარჩინა ქართველი და ებრაელი ხალხები.ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობასა და პირადად მისი უწმინდესობის გაცნობას. მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქრისტიანობას დიდ პატივის სცემს, რადგან ქართველ და ებრაელ ერებს მრავალი საერთო ღირებულება აერთიანებთ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნება, სამომავლოდ ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.მხარეებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და ისრაელი დგანან. აღინიშნა, რომ რელიგიური და ზნეობრივი ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების საქმეში.კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ისრაელის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ისრაელში მცხოვრები ქართველებისადმი. მისმა უწმინდესობამ სთხოვა ელჩს, მადლობა გადაეცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესთვის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის. მან ასევე გამოთქვა მადლიერება მისი აღსაყდრებისადმი გამოგზავნილი მილოცვისა და საჩუქრებისთვის.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“,- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.ჯაფარიძის განცხადება ოპოზიციურმა მედიამ და რადიკალურმა ოპოზიციამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გაავრცელა - თითქოს დეპუტატი ემხრობა სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.საკითხზე ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა თავისი პოზიცია. მისი სიტყვებით, მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მაინერების პრობლემას და თქვა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან:„ოპოზიციური ტელევიზიების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშნულებაა, რომ „ფეიკი“ გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ მოსახლეობასთან პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობის ხარჯზე კრიპტომაინინგით არის დაკავებული. მთავრობა უფასო ენერგიას აძლევს მოსახლეობას და ამ დროს, ვიღაცები ამ ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებენ. ამ საკითხზე ვისაუბრე და გაუგებარია ჩემთვის, რას მოჰყვა სპეკულაცია.რომ მეთქვა, კარგია, მოსახლეობას აუცილებლად უნდა დაუწესდეს გადასახადი - სხვა თემაა, მაგრამ მე სხვა რაღაც ვთქვი - სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება არ დატოვებს მოსახლეობას პრობლემების პირისპირ, მოულოდნელად არ ჩაუჭრის ელექტროენერგიას. ჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ მაინერებს, რომ დადგინდეს - რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. ჩემს ინტერვიუში ვთქვი ისიც, რომ ვინაიდან ყაზბეგში არის შეშით მომარაგების პრობლემა, ამიტომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადს უსუფსიდირებს. დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და, აქედან გამომდინარე, მათ არ შეექნებათ პრობლემა. მით უმეტეს, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის და მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში კი, დღესდღეობით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ მთელი სვანეთის მოსახლეობას აქვს პრობლემა ამ უკანონო მაინინგების გამო, ვინაიდან დენის ძაბვა 220 ვოლტი კი არა 140 ვოლტიც არ მიეწოდება, უფრო მეტიც, ხშირია ელექტროენერგიის საერთოდ გათიშვის შემთხვევებიც. სწორედ ამის გამო მოსახლეობა ელემენტარულად სარეცხ მანქანას, ტელევიზორს, უთოს და ა.შ. ვერ რთავს და ესეც პრობლემაა. ხოლო როდესაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში მესტიაში - სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდში ჩამოდის ტურისტი და მას საბაგირო ხვდება გათიშული, ეს არის სრულიად დაუშვებელი.აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში 2012 წლამდე სულ ერთი სასტუმრო და რამდენიმე „გესთჰაუსი“ იყო, დღეს კი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, ყველას აქვს ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა და ყველა ის სერვისი, რისი მიწოდებაც მოსახლეობას ტურისტებისთვის შეუძლია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც იდგმება მმართველი გუნდის მიერ. სწორედ ამის დადასტურებაა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს ჩემი ნათქვამი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს და ჩემს ნათქვამზე პრეტენზია აქვთ, ბატონებო, იქნებ დაინტერესდეთ ბოლომდე იმით, რაც ვთქვი და მაინცდამაინც „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ნიუსებით არ იმსჯელოთ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე – იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, ვინაიდან, უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით.ევროპარლამენტარის თქმით, ანგარიში „ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით”„ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე.დამოუკიდებელ მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება .რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს”, - განახადა გრეგოროვამ.გრეგოროვამ ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ, მისი თქმით, ყოველწლიური ანგარიში დაფინანსების გაჩერების საკითხშიც დაეხმარება.“ყოველწლიური ანგარიში, რეზოლუციებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მხრივ, თუ როგორ ვუდგებით საქართველოს, როგორც მთლიანად ევროკავშირი. გარკვეულ სტანდარტს ვაყალიბებთ, როგორც ევროპარლამენტი და ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ სანქციებისა და სხვა რაღაცების გარდა, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ღია დაფინანსება გარკვეულ დონეებზე. ეს აუცილებლად არაა მთავრობის მიმართ, ეს შეიძლება ადგილობრივი იყოს, ადგილობრივი რეფორმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც ფულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიდის ევროკავშირისგან.ეს ანგარიში, თუ ის ნეგატიური იქნება - და გეუბნებით, რომ ნეგატიური იქნება - დაგვეხმარება ამ დაფინანსების გაჩერებაში. ასე რომ, დაფინანსების მხრივ და პოტენციურად სანქციებთან ერთად, ამას აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.გრეგოროვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსურად მხარდაჭერილია რუსული კავშირებით.„რა თქმა უნდა, ის ძალიან სავარაუდოდ ფინანსურად ნაწილობრივად მხარდაჭერილია მათი კავშირებით რუსეთში - “როსატომისა” და მსგავსების მიერ. ასე რომ, სანამ მათ ეს მილი აქვთ, ისინი დამოკიდებული არ არიან ევროკავშირზე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს მილი არსებობს”, - განაცხადა გრეგოროვამ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან

ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა დაჩაგრულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, ასევე უზრუნველყოს, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტებისთვის პასუხისმგებელმა ქსელმა კანონისა და ისტორიის წინაშე აგოს პასუხი.„ისინი, ვინც ჩვენს გეოგრაფიას იმ ზვიგენებივით ესხმიან თავს, რომლებმაც სისხლის სუნი იგრძნეს, საბოლოოდ აგებენ პასუხს დაღვრილი სისხლისთვის და დაჩაგრულთა ზეციური ძახილი ადრე თუ გვიან მჩაგვრელებსაც დაეწევა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ბოლო სიახლეები