ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ქადაგიძე ხიდაშელის განცხადებაზე: მიხვდით, რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?! თუ დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?

გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო?, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა“.

მისი თქმით, ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებს, კარგს ვერაფერს უწოდებს საზოგადოება.

„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო? მერე იკითხავთ, ხიდაშელი თხემით-ტერფამდე უცხო ქვეყნის აგენტი, რატომ გგონიაო?! მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ერთი კითხვა მაქვს ამ გვარით ქართველ ადამიანთან თუ აკრედიტაცია არ აქვს თქვენს მიერ ნახსენებ სასწავლებელს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ვალიდაცია არ გაუვლია, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და სწავლებისათვის მიღებული რესურსები არ აქვს დადეკლარირებული ხომ? – ასე რომ არ იყოს, ღიად და საჯაროდ იმოქმედებდა.

ახლა თუ მიხვდით გვარით ქართველო რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?!
ახლა თუ მაინც დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა, რომელიც ყველა მხრიდან მოდის, კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს? ახლა თუ მაინც მიაგენით თქვენი გაუკუღმართებული ორიენტირით, რომ გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტებით პოტენციურ რელიგიურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, თქვენ თვითონვე ახალისებდით?!

თუმცა, ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდეთ – ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ“, – წერს ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.„საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები იყო. ასევე განიხილეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უსაფრთხოების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.შეხვედრაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია ირანისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის.როგორც პრემიერი განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული.„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალია აპირებს, გაგზავნოს დახმარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, კონკრეტულად თავდაცვის სფეროში და, კერძოდ, საჰაერო თავდაცვაში. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ“, – განაცხადა მელონიმ.

მედიის ცნობით, ირანული დრონები და რაკეტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

ირანული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.გამოცემის ინფორმაციით, დრონები და რაკეტები ნახიჩევანის აეროპორტთან ჩამოვარდა.დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება,...

„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში,“ - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.მისი თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს და საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.„ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში.ეს ეხება როგორც საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერების ეფექტურ ჩატარებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ბევრ სხვა მიმართულებას.მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს.იმედი მაქვს მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება და საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება, ობიექტური კმაყოფილებით შეიცვლება,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.შოთა ბერეკაშვილის თქმით, პრობლემების იდენტიფიცირება თითქმის დასრულებულია და სურათი არის.„ჩვენი მიდგომა იქნება სექტორი გადავიყვანოთ ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები გახდეს გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები ხანგრძლივი, პროგნოზირებადი. საერთო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენცია იყოს არა ასიმეტრიული, არამედ ჯანსაღი, დაბალანსებული და სტაბილური. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ სექტორში მოხდება მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღებთ ფასების შემცირების დინამიკას.ამ ეტაპზე, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ“, - აღნიშნა მან.კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

ბოლო სიახლეები