სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025

ფრენბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის დიდ ოჯახში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

ფედერაციის პრეზიდენტის ბ.ნ გიორგი ქართველიშვილის პატარა მარიამი ანგელოზებმა წაიყვანეს…

გთხოვთ ყველამ მოიხსენიოთ მარიამის ლამაზი სული ლოცვებში…“, – წერია სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის” – ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება

წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)

დონალდ ტრამპი – შეხედეთ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპის თქმით, ის თუ არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომამდე მივიდოდა.„რვა ომი დავასრულე, მეცხრეს დავასრულებ. შეხედეთ იმ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნამდვილად უნდა აკონტროლო მსოფლიო, რადგან ამაში ჩათრეული იქნები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ომში ჩაგითრევენ. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. როდესაც დავბრუნდი, გაოგნებული ვიყავი, რადგან ვითარება მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარებაა

თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, დღეს ბრიუსელი აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა.„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელისგულზე დევს. დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაერო-ს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს, მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო. დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სამი შვილის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო, სასამართლომ მიხეილ ხაჩატურიანი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო

2018 წლის ივლისში, 57 წლის ბიზნესმენის ცხედარი მოსკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში იპოვეს, მრავლობითი ჭრილობებით. მისი ქალიშვილები, 19 წლის კრისტინა, 18 წლის ანჯელინა და 17 წლის მარია, მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები და მაშინვე აღიარეს დანაშაული. გამოძიების დროს გოგონებმა აღწერეს მამის მხრიდან წლების განმავლობაში ჩადენილი სექსუალური ძალადობა. ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დებს ძალადობის სინდრომი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აწუხებდათ.დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო მიხეილ ხაჩატურიანის დაცვისა და ნათესავების სააპელაციო საჩივარი, განაჩენის გადახედვის მოთხოვნით, რომლითაც იგი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნეს ქალიშვილების მიმართ მძიმე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გამო. ამგვარად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. თუმცა, ადვოკატების თქმით, საქმე ჯერ არ გადაწყვეტილა და გოგონებისთვის ნაადრევია „შამპანურის გახსნა“. „გოგონები შამპანურს ცოტა მოგვიანებით დალევენ; მათ ეს შანსი ცოტა მოგვიანებით ექნებათ, როდესაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას იტყვიან და მათ უდანაშაულოდ ცნობენ“, - განაცხადა დების ერთ-ერთმა ადვოკატმა.ხაჩატურიანის ოჯახი ამტკიცებდა, რომ გამოძიება არასრული იყო და სასამართლოს დასკვნები მცდარი. თუმცა, ორივე დონის სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია. ამიტომ, მიხეილ ხაჩატურიანის ქმედებების სამართლებრივი შეფასება, რომელიც სიკვდილის შემდგომ დასკვნით იქნა განსაზღვრული, უცვლელი რჩება.

სალომე ბაკურაძე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.მომღერალი, სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები