შაბათი, იანვარი 18, 2025

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ე.წ. „პროდასვალური“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის გზაზე ჩვენს პოზიციებს.

ჩვენთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაახლოებული მარგინალური, მცირე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის აღნიშნული განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა.

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, ვინაიდან, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგეებთან.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია. სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯდნებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „პროდასავლურებად“, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისაგან, მხედველობაში გვაქვს NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტემბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიესალმება „საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად“. ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის, იან კელისა და სხვათა განცხადებები.

დარწმუნებული ვართ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი და რაც მთავარია საზოგადოება, არანაირ ყურადღებას არ აქცევს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტების პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს და სრულად მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზით კონფლიქტების მოგვარების თაობაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები