ფრანგულ ბაგეტს UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანა დღეში 16 მილიონ ერთეულ ბაგეტს აწარმოებს. როგორც UNESCO-ს დირექტორმა ოდრი აზულაიმ აღნიშნა, ბაგეტი „ფრანგული სიცოცხლის ზეიმის ნიშანია“.
„ბაგეტის დღიური რიტუალი და სტრუქტურა გაზიარებასა და მხიარულებასთან ასოცირდება.
მნიშვნელოვანია, რომ ამის შექმნისა და სოციალური თვისებები მომავალშიც გაგრძელდეს“, – განაცხადა აზულაიმ.