37 წლის ფრანგ ქალს რამონა ჰერნანდეს-კანეტეს 5 ახალშობილი შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა მოზარდმა შვილმა სამრეცხაო ოთახში მდგარ მაცივარში ახალშობილის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციას მისმა მეუღლემ შეატყობინა მომხდარის შესახებ. გამოძიებისთვის მიცეული ჩვენებიდან ირკევა, რომ რამონა ჰერნანდეს კანეტას ქმარმა 2005-2015 წლებში მისი ცოლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
ჩვილის ცხედრის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი 48 საათის დაბადებული იყო. ამასთან, პოლიციამ სახლის ჩრეკისას კიდევ ხუთი ჩვილის ცხედარი იპოვა.
პოლიციამ თავდაპირველად ქმარიც დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.