ორშაბათი, ივლისი 20, 2026

ფრანგი დედა 10 წლის განმავლობაში მკვდარ ჩვილებს მაცივარში მალავდა

37 წლის ფრანგ ქალს რამონა ჰერნანდეს-კანეტეს 5 ახალშობილი შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა მოზარდმა შვილმა სამრეცხაო ოთახში მდგარ მაცივარში ახალშობილის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პოლიციას მისმა მეუღლემ შეატყობინა მომხდარის შესახებ. გამოძიებისთვის მიცეული ჩვენებიდან ირკევა, რომ რამონა ჰერნანდეს კანეტას ქმარმა 2005-2015 წლებში მისი ცოლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

ჩვილის ცხედრის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი 48 საათის დაბადებული იყო. ამასთან, პოლიციამ სახლის ჩრეკისას კიდევ ხუთი ჩვილის ცხედარი იპოვა.

პოლიციამ თავდაპირველად ქმარიც დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯვრისწერის დროს, ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა. დარტყმის მომენტში ტაძარში ნათლობისა და ჯვრისწერის ცერემონიები მიმდინარეობდა.ეკლესიის მეთვალყურის, მიკა კანგასაჰოს თქმით, გაისმა ყურისწამღები გუგუნი, ტაძარში კი შუქმა ციმციმი დაიწყო. განათების ნაწილი ჩაქრა, თუმცა მსახურება ბოლომდე მიიყვანეს.ტელერადიოკომპანია Yle-ის ინფორმაციით, მეხანძრეების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. პირველ ჯერზე მათ ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლმა ეკლესია დატოვა, მეზობელ ქუჩაზე მყოფმა ადამიანებმა გუმბათიდან ამავალ კვამლზე მიუთითეს. მეორე გამოძახებაზე შემთხვევის ადგილზე მაშველთა 20 ბრიგადა მივიდა.მეხი ყველაზე მაღალ კოშკს დაეცა, რამაც ფარული წვა გამოიწვია. მაშველებმა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს, რათა გადახურვის კონსტრუქციამდე მიღწევა შეძლებოდათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბას მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.სარაევოს ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარადალაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, 21 წლის თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს – „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის.დონალდ ტრამპის წერილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც ტრამპის წერილშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის დღე ამერიკელი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს.ამასთან, ტრამპი წერილში აღნიშნავს: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

ბოლო სიახლეები