ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ფოთში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ფოთში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკაში ქართულთან ერთად, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულენოვანი წიგნებია თავმოყრილი. ინფრომაციას ipress-ი ავრცელებს.

საერთშორისო ბიბლიოთეკა არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში გაიხსნა და როგორც ცნობილია, უკვე გაიცა 100-მდე წიგნი.

ბიბლიოთეკის სამკითხევლო ფოთის საზღვაო ნავსადგურის გარემონტდა, შევიძინეთ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა კი, ბიბლიოთეკას საჩუქრად, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულენოვანი 500-ზე მეტი წიგნი გადასცეს .

პროექტის ავტორების თქმით, ახალი ბიბლიოთეკის სტუმართა დიდ ნაწილს ფოთელი ახალგაზრდები შეადგენენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).ლოცვაუფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).****ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

მეუფე იაკობი – ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს – თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.„ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი უყურებს და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არა ეკლესიის წევრი. აუცილებელია რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ, ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ღმერთს.„რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის.რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან.ყველას მოვუწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია.„ვფიქრობ, პუტინმა ის უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის... რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ტერიტორიული დათმობები პუტინს მხოლოდ დროებით დააკმაყოფილებს, ძალების აღდგენის შემდეგ კი კრემლის ლიდერი ომის გაგრძელებას მოისურვებს.

შალვა პაპუაშვილი – გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები, რომ არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები

ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს – თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო“.„მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა, ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის.სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის

თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა CBS News-თან. როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა, ურანის გამდიდრება ირანის სუვერენული უფლებაა და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, მხოლოდ ირანის გადასაწყვეტია.„ურანის გამდიდრება ჩვენი უფლებაა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის განვითარების უფლება; როგორ გამოვიყენებთ ამ უფლებას, ჩვენი საქმეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ბოლო სიახლეები