პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.
9-18 მარტს კორეაში, ქალაქ ფიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, რომელშიც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.
9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად წარადგენს.
დღეს თბილისის პარაცენტრში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარალიმპიურ დელეგაციას შეხვდა.
ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს.
საქართველოში პარალიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაარსდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები კორეის ფიონჩანგში 9-25 თებერვალს ჩატარდა. ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა რიოს 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე შეძლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მსოფლიოს ჩემპიონია პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.