ფიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საზეიმო ცერემონიას ქართული დელეგაციის წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან 4 სპორტსმენი – მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი იასპარეზებენ.
ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.