ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ფინანსთა სამინისტრო – საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება

საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე – კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო ოთხ წელიწადში.

ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.

„გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ინვესტორებთან შეხვედრების დროს მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

დიმიტრი ხუნდაძე – პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რადგან შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება

პლასტმასის აკრძალვის გადავადების გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, გადავადების გადაწყვეტილება ქართულ ეკონომიკას წაადგება.„პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სრული კომპრომისია. ვფიქრობ, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რომ შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება. ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რადგან ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო, ასე ხელაღებით იკრძალებოდა პლასტმასის გამოყენება კვების სექტორში. ეს პროდუქტს გააძვირებდა.რა თქმა უნდა, ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში პლასტმასის გამოყენება სახარბიელო არ არის. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი სრული კომპრომისი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება.

პედრო სანჩესი – ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

ჩინეთი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარებაში „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს

ჩინეთი მიესალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა არ დაადასტურა ირანთან რაიმე პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც შესაძლოა, შეთანხმების მიღებას დაეხმარა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი ასევე მიესალმა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას და დაამატა, რომ ჩინეთმა „საკუთარი ძალისხმევა გასწია“.„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მაო ნინმა.​ჩინეთი და პაკისტანი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ ხუთპუნქტიანი წინადადების წარდგენაზე, რომელიც ერთთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.ხუთი პუნქტი მოიცავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას, არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტირებას და გაეროს წესდების დაცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები