ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

ფინანსთა სამინისტრო – „კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა

საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კეთილდღეობის გრძელვადიანი, ათწლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში.

„2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზე გავიდა, პოზიციის 25-ადგილიანი წინსვლით. საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე – www.ncdc.ge.

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს.მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.გარდა ამისა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, ბრძოლას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა.„ფრანს 24-ის“ ცნობით, სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. კერძოდ, დამრღვევს, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტის მიღმაც.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა.ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპი დაჩქარდა.სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გაუქმდა და ეს გაცილებით სწრაფად გაკეთდა, ვიდრე ისტორიაში ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციის დროს“.მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან, თუმცა კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიან“.

საფრანგეთის შს მინისტრი – ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა – საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული...

ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო , - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში განაცხადა.სენატში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განიხილებოდა ფრანგმა მინისტრმა ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც გარე ჩარევას უკავშირდება და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.მანამდე, ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ სასამართლო პროცედურას, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა , რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფუნდამენტურ ინტერესებს.მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქვეყანის საზღვრებში, არამედ ციფრულ სამყაროშიც ირკვევა.“დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება”, - განაცხადა ნუნიესმა.მისივე თქმით, „ევროპული დემოკრატიები უკვე რამდენიმე წელია ჩარევის სტრატეგიების წინაშე დგანან, რომელთა მიზანია დემოკრატიული პროცესების ცვლილება და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება”.მან ამ კონტექსტში საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრისას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ახსენა.„ბოლო თვეები განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა ნუნიესმა.ამასთან, საკუთარ გამოსვლაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც დემოკრატიების შესუსტებას ცდილობს, მხოლოდ არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა საჭირო არ არის, ისიც საკმარისია, ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა.„მათთვის, ვინც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, საჭირო არაა არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან მისი შედეგების შეცვლა. საკმარისია ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა. შედეგად, ეჭვი პოლიტიკური იარაღი ხდება და მოქალაქეების ინსტიტუტებისადმი ნდომა ამის პირველი მსხვერპლია”, - განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები