შაბათი, სექტემბერი 5, 2026

ფილმის გადაღებისას გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკაში, ნიუ იორკში ფილმის გადაღებისას შენობის სარდაფში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს 175 მეხანძრე მაშველი აქრობდა. მათგან ერთი, 37 წლის მაიკლ დევიდსონი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დევიდსონს მეხანძრედ მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ფილმში, რომლის გადაღებების დროსაც შემთხვევა მოხდა, ბრიუს უილისი მონაწილებს. შემთხვევისას ამ ფილმის ერთ-ერთი ღამის სცენის გადაღებები მიმდინარეობდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – როგორც კი ღარიბაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, „ნაცმოძრაობის“ „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და იგივე ნარატივის გაგრძელება, დაიწყეს – განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს, ოპოზიციის ნაწილისთვის იყო ნიშანი, რომ შტურმი დაეწყოთ.ქადაგიშვილი ყველაფერ ამას შეთანხმებულ ქმედებას უწოდებს.„როგორც კი ღარიბაშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მათი „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს. ვფიქრობ, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტზე დაეწყო დამატებით საგამოძიებო მოქმედებები. არცერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, შემხებლობა ჯორბენაძის „ქეისთან“. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ აქ ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებმა რაღაც იცოდნენ და ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს, არამედ არის პირდაპირი ფაქტი, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო.თავისას არ იშლიან, არაფერი არ იციან, არაფერთან შემხებლობაში არ არიან და ამ ტყუილებით ცდილობენ... ესენი ხომ სიკვდილის გარშემო ცოცხლობენ?! ამით უნდათ რომ იცხოვრონ. ადამიანის ტრაგედიით უნდათ, თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივონ. მათი საკვები არის მუქარა, ძველი რეპრესიების ნოსტალგია და თუ ვინმეს რაიმეს დააბრალებენ და თუ ვინმეს გარდაცვალების გარშემო პოლიტიკურ საკვებს მოძებნიან, ეს არის მათი მთელი შინაარსი. უკაცრავად, მაგრამ მათ ამ სუიციდურ მისწრაფებებს ვერ აჰყვება საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.რაც შეეხება გამოკითხულთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო უწყება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენებ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს გამოკითხვაზე არ იბარებს, ქადაგიშვილის ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიტინგი მოაწყონ საკუთარი სურვილები დემონსტრირებისთვის“.„მათი ამ პოლიტიკური მარაზმის დიდხანს ყურება და კომენტარების გაკეთება, ცოტა ზედმეტიც არის“,- განახადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ – დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს – ბოლოს რომ შემხვდა, საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, იმის...

ზურაბ ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, ლაზარე ჯორბენაძეს არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ,,ოთხი დღით ადრე, გარდაცვალებამდე, მე ზურაბ ჯორბენაძეს შევხვდი, დავსახეთ გეგმები. აღდგომის შემგომ უნდა შევხვედროდით და გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგოური პრობლემის მსგავსი არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს - სასულიერი პირი ლაზარეს შაბათს იხრჩობს თავს. ახლო ნათესავი არის, მე რასაც მეუბნებოდა, დეიდაშვილი არისო. აჭარაში ჩვენ ზურა არაერთხელ გვყავდა კანდიდატად დაყენებული და მის მიმართაც გარკვეული მხილებები ჰქონდა, იქ ამხელდა. თვითონ წარმოშობოთ ხულოდან არის. ხულოს რაიონშიც ბევრ დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდა ზურაბ ჯორბენაძე. ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფისქოლოგია არ იყო მოწყობილი ისე, რომ მას თავი მოეკლა. ზურაბ ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ჩამომახრჩობენოო...მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და ა.შ. სიმართლის თქმა განაპირობებდა, რომ ის ხუმრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს. ის იყო სასულიერო პირი. თქვენ არ სვამთ შეკითხვებს, თუ რას ფიქრობს საპატრიარქო. როგორ არ მაქვს საპატრიარქოსთან შეკითხვა? იმიტომ, რომ ზურაბ ჯორბენაძე ბოლოს რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წარმოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი",- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში

დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, 15 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.„მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ საინტერესო და მნიშნელოვან ღონისძიებას. დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას – აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მისივე თქმით, მათი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მადლობას მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა ამ პროექტი სულის ჩამდგმელებს, დიდი მადლობა ბატონ გოგა ქებურიას, თორნიკე ქებურიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტის სათავეში იდგა და ვინც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქცია. ჩვენს მფრინავებს ვუსურვებ მშვიდობიან ფრენას, ხოლო „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc, ჩინეთი) პრეზიდენტს, აკადემიკოს ელჩინ ხალილოვს და იმავე აკადემიის აკადემიკოსს თამილა ხალილოვას შეხვდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები, ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამეცნიერო და აკადემიური კავშირების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი, კვლევითი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამეცნიერო და აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია.სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს პარტნიორული ქსელი, ხელი შეუწყოს მკვლევართა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ურთიერთობებს და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო კვლევითი ინიციატივებისთვის.მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აზიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის მკვლევართა კავშირების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, გამოკვეთონ საერთო ინტერესები და განსაზღვრონ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას განსაზღვრავს. აზიის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკვლევართა პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობის იმ მიმართულებების გამოკვეთა, სადაც საინჟინრო მეცნიერებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება და ქმნის საფუძველს ახალი ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული სამეცნიერო შედეგების მისაღებად.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შესაძლებლობა მოგვცა, გამოგვეკვეთა ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ პოტენციალი, კვლევით პრიორიტეტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გვემსჯელა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რომელიც მომავალში აისახება კონკრეტულ ერთობლივ კვლევით პროექტებში, ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაში“, – განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა დადებითად შეაფასა სტუ-ის ვიცე-რექტორთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რომელსაც მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციები აქვს. უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან როგორც ჩინეთში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. ვფიქრობ, აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ერთობლივი კვლევითი პროექტები, აკადემიური გაცვლები და საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივები ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა.სტუ-ის ინფორმაციით, აზიის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში, ჩინეთში მდებარეობს და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.სტუ-ის ინფორმაციით, ელჩინ ხალილოვის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. მხარეები სამომავლოდ განიხილავენ თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო კონტაქტებისა და მკვლევართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების შესწავლასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობას.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.სარჯველაძის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.აქამდე ჩვენ მიერ „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები, უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „იტალფარმაკოს“ თანამშრომლობისთვის.„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შორის მშობლების სახელით, კომპანია „იტალფარმაკოს“ მართლაც კარგი თანამშრომლბისთვის. ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება გაიმართება მსოფლიო მასშტაბით, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებთ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის. ამრიგად, მოვუწოდებთ მშობლებს, რომლებსაც ბოლო ხანებში შეიძლება, არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებებისთვის, რომ მიმართონ სამინისტროს ნომერზე – 15 05 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე საჭიროებისამებრ“, – განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ 31 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული მედიკამენტი შეიძინა და შეიტანა დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

ბოლო სიახლეები