კვირა, ნოემბერი 29, 2026

ფილარმონიასთან პარკინგის სისტემის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში პარკირების პრობლემას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქში 10 ადგილზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც მიღებული იქნება გარემოებების შესწავლის შედეგად. აქედან გამომდინარე, დღეს მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნება 60 დღის განმავლობაში, ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. მათ ექნებათ კონკრეტული ვადა შეისწავლონ ჩვენი გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, და შემდეგ უკვე უნდა ჩაატარონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. პროქტის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ კვლევების შედეგად დადგინდება მისი მიზანშეწონილობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაც განმარტა, რომლის მიხედვითაც, საპარკინგე ადგილების 5% ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, სადაც სპეციალური დამტენები დამონტაჟდება.

“მთლიანობაში აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული უნდა იყოს, სულ მცირე, 180 ავტომანქანისთვის.  პროექტის შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მომდევნო დღეებში, კვირების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სხვა პროქტებს, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მიწიქვეშა პარკინგებზე , სადაც ქალაქში იქნება შესაძლებელი უნდა ჩატარდეს კვლევა და მიღებული ანალიზით უნდა განხორციელდეს მიწისზედა პარკინგების მოწყობაც”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობაზე საუბარი დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს – მას 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, დაკრძალავენ.მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება.ცნობისთვის, მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

მიანმარში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო-საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ.ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ-უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი –  19:50 საათზე.„როიტერის“ ცნობით, მიანმარი არეულობაშია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა.ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა სრული კონტროლით წარმართა - მეტოქეს ხალიჩის საზღვრები ოთხჯერ დაატოვებინა, დამატებით ორი ქულა კი კონტრშეტევისას აიღო. ჩიკაგოში გამართულ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით პეტრიაშვილმა მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსი მიიღო. ტიტულისთვის იგი ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს შეხვდება - საჩემპიონო ბრძოლა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ზე გაიმართება. ეს პეტრიაშვილის მეორე წარმატებაა აღნიშნულ ორგანიზაციაში.სადებიუტო შეხვედრა მან ივლისში, საქართველოში გამართა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. RAF-ში ჩატარებულ ორ ორთაბრძოლაში ქართველ მოჭიდავეს ჯამში 16 ქულა აქვს დაგროვებული, საკუთარი ქულა კი ჯერჯერობით არცერთ მეტოქეს არ აუღია.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.კერძოდ, მიქანაძის განმარტებით, თანამშრომლობის ფარგლებში ეს უნივერსიტეტი საქართველოში აარჩევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს და სწავლის აღნიშნულ უნივერსიტეტში გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.მისი თქმით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება, თუმცა მანამდე, მე-12 კლასის მოსწავლეებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა წელსვე ექნებათ.„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს‘‘, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ბოლო სიახლეები