მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესაძენად. შეღავათიანი აგროკრედიტი ხელმისაწვდომი იქნება საქართვლოს მოქალაქეებისთვის, ისე რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა. აღნიშნული ცვლილება მეწარმეებს საშუალებას მისცემს, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესი გააუმჯობესონ.