ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

„ფაინენშელ თაიმსი“ – ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი

ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონებისა და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისრებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მომავალ კვირას გაემართებიან მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე, ახალი ინსტრუქციები მიიღეს.

გამოცემის წყაროს თქმით, ეს ზომები ასახავს იმას, რაც გამოიყენება უკრაინასა და ჩინეთში მოგზაურობისთვის, სადაც სტანდარტული კომპიუტერული კომპლექტების ჩატანა შეუძლებელია რუსული ან ჩინური ჯაშუშობის საფრთხის გამო.

„ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, შეაღწიოს კომისიის სისტემებში“, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ოფიციალური პირების თქმით, ინსტრუქციები ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, მოიცავს რეკომენდაციას, გამორთონ ტელეფონები საზღვარზე და მოათავსონ სპეციალურ შეფუთვაში, რათა დაიცვან ისინი ჯაშუშობისგან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ – გურამ მაჭარაშვილი

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ, – ამის შესახებ ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავარია, რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლები და ამაზე ჰქონდეთ რეაგირება.„რთულია გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, რომლებიც დღეს, მაგალითად, აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას „წამებას“, რომელიც ღიმილით გამოდის საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის „წამებას“, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის წამოკოტრიალებული.მინდა, კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის, არაერთხელ რეზოლუციასა და კომენტარში ახსენეს, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი, ამ სხდომებს ხომ უყურებენ, უკვე ორ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ სხვა, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე. აი, ამიტომ მაქვს სურვილი, რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი ამ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით. რაც მთავარია, საზოგადოებით. ამიტომ მინდოდა, გამეკეთებინა ეს განცხადება, რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩისგან, ჯერჯერობით არავინ არ იცის. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ ვითომ დემოკრატიის უკუსვლას, აი, ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი – სულხან მოლაშვილი როგორ კამერაშიც შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ ნახევარი საათით, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, ეყოთ ამდენი მოფერება

დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილი იხსენებს, რომ სულხან მოლაშვილის ციხეში წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იტყობდა ხოლმე, როცა მოლაშვილის თქმით, „ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა“.„სულხანს როდესაც აწამებდნენ, თავადაც იძახდა, თავზე წამოცმული მქონდა რაღაცო, ამის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ ვიგებდით რაღაცნაირად, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა. თუნდაც C ჰეპატიტზე. ერთი თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.თამაზ მოლაშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით, მას არავინ აწამებს, აქვს ტელევიზორი, სრულფასოვანი პირობები. რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? ალბათ გვისმენს, სააკაშვილი, სადაც არის, დღეს და ამდენი წლის შემდეგ, რა გაქვთ მისთვის სათქმელი?“, რაზეც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა:„სულხან მოლაშვილი უბედურ კამერაში შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ, შეაგდონ ნახევარი საათით, ხოლო რომ გამოვა, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი, ასე ჰყავდათ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? ნეტა ასეთი რამ შეიძლებოდეს, რათა მასაც აგრძნობინონ, იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს, ამას ჰქვია დაპატიმრება? არა მგონია, ეგ დაპატიმრებული იყოს. კეთილი ინებონ და ჩვეულებრივ კამერაში გადაიყვანონ, ეყოთ ამდენი მოფერება“.აღნიშნულის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თამაზ მოლაშვილს ეთანხმება.

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა

აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ინფორმაციას ამის შეახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ში მანდამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ახლა კი გაწეული ხარჯების შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ასევე განიხილავს, როგორც კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯული მილიარდობით დოლარის დაბრუნების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება სესხის სახით გაცემული არ ყოფილა. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „პოზიტიურია“ და უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები.

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე – ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია — პარიზელებმა „ასტონ ვილასთან“ ორმატჩიან დუელში 5:4 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ვილა პარკზე“ 2:3 დამარცხდნენ, ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ შედეგით მაინც კმაყოფილი იყო.„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა.შესანიშნავად დავიწყეთ, ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და სივრცეების გამოყენებას ვცდილობდით. ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და „ასტონ ვილამ“ მეორე ტაიმში მართლაც ძალიან მაღალი ინტენსივობით ითამაშა.„ორივე მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნახევარფინალში გასვლით გავახარეთ“, – განაცხადა ენრიკემ.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. ფინალში გასასვლელად პარიზელებს ლონდონის „არსენალის“ ან მადრიდის „რეალის“ დამარცხება მოუწევთ. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისსაა დაგეგმილი.

თამაზ მოლაშვილი – რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს და თვალებში ჩამხედოს, მას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის...

რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს, იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელი?, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.თამაზ მოლაშვილის თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგად განმარტება, ვინ რა და რატომ დააშავა.„ახლა რაც ხდება, ხუთი, ათი წლის შემდეგ ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან, არა? მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება, ვინ რა, რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ ხუთი, ათი, 20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად, გადაიხედავს უკან, ნახავს, თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც იმას გააკეთებს. ხოლო თუ ნახა, რომ პასუხი აგებინეს, ვეღარ გაბედავს მაგას“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ბოლო სიახლეები