6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს გრანდ პრი გაიმართება.
ძიუდოს ფედერაციამ კი ტურნირზე გამსვლელთა უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა:
– 66 კილოგრამი – ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური
– 73 კილოგრამი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
– 81 კილოგრამი – ზაურ დვალაშვილი
– 90 კილოგრამი – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
– 100 კილოგრამი – ილია სულამანიძე
+ 100 კილოგრამი – ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი
+78 კილოგრამი – სოფიო სომხიშვილი
მოგეხსენებათ, წლის პირველ გრან სლემზე (პარიზში) საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა, როგორც ჩანს, აქცენტი ავსტრიულ და უზბეკურ ტურნეებზე გაკეთდა.

