ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

უცხოური მედიის ცნობით, იერუსალიმის შემოგარენში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ისრაელმა დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა

იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დაშავებულთა შორის ორი ორსული და ორი ჩვილია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.

იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ტყის ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ, სანამ კონტროლს დავამყარებთ“, – განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა.

შმულიკ ფრიდმანის თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე დაიწყო.

მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობაა ევაკუირებული. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე სხვა რამდენიმე გზა. იერუსალიმსა და თელ ავივს შორის შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარმა დახმარება სთხოვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის განცხადებით, გიდეონ საარი ამჟამად უკავშირდება სხვა ქვეყნების ლიდერებსაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის მაჩვენებელია 9,3%, პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრის და თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ვერ შევინარჩუნებდით ვერც სტაბილურობას და ვერ ეკონომიკური ზრდის მაღალ მონაცემებს

ეკონომიკურ გუნდთან ერთად ყველაფერზე პასუხისმგებლობა მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება.„გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის ასეთი მონაცემები. ბატონ ვახტანგს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე, ეკონომიკურ გუნდს დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ახალი მინისტრები, პაატა სალია, კახა გულედანი და რევაზ სოხაძე პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას, წარმატებებს ვუსურვებ მათ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.„მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს – შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.„ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი – არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, – წერს პაპუაშვილი.ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.

სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და...

მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.„ეს აგენტურული ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ახლაც ატყუებს თავის ამომრჩეველს და როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლოს უკან წაიღებენ თავის სიტყვას. რით და რატომ გაამართლებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ 1 თვე დარჩა, როცა მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შემოვლენ საქართველოს პარლამენტში. რას დააბრალებენ ამას - ამომრჩევლის მოთხოვნას, გარედან ზეწოლას, რომ თითქოს, კომისიაზე მოსვლამ ახალი სარკმელი გახსნა, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს - ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.

ბოლო სიახლეები